ალექსანდრე მელიქიანი | |
---|---|
სომხ. Նատալյա Մելիքի Մելիքյան | |
დაბ. თარიღი | 19 მაისი, 1906 |
დაბ. ადგილი | მურშუდალი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 25 ივლისი, 1989 (83 წლის) |
გარდ. ადგილი | ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | docent და ბიოლოგი |
მუშაობის ადგილი | ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, სომხეთის სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე და მედალი „შრომის ვეტერანი“ |
ხელმოწერა | |
ნატალია მელიქიანი (სომხ. Նատալյա Մելիքի Մելիքյան, დ. 20 მაისი, 1906, მურშუდალი, რუსეთის იმპერია — გ. 25 ივლისი, 1989, ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი მეცნიერი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1967 წლის 7 მარტს გახდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.[1]
ნატალია მელიქიანი დაბადა 1906 წლის 20 მაისს სურმალინსკის რაიონის სოფელ მურშუდალში. მას ჰყავდა მამა — მელიქ ტერ-მელიქსეტიანი; დედა —მარიამ მკრტჩიანი და ძმა გიორგი მელიქიანი.
ნატალია ორი წელი სწავლობდა იგრიდის დაწყებით სკოლაში. 1918 წელს სომხების გენოციდისთვის თავის დაღწევის შემდეგ მელიქიანების ოჯახი ერევანს აფარებს თავს.
1926 წელს ერევანში დაასრულა ალექსანდრე მიასნიკიანის სახელობის სკოლა, რის შემდეგაც ორი წლის განმავლობაში მუშაობდა რაზდანის რაიონის დაწყებით სკოლასი.
1928-1931 წლებში მელიქიანი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი აბარებს ასპირანტურაზე ფიზიოლოგიისა და მცენარეთა ანატომიის კათედრაზე და 1933 წელს იწყებს კვლევების ჩატარებას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მცენარეთა ფიზიოლოგიის განყოფილებაში, პროფესორ დიმიტრი საბინინის ხელმძღვანელობით. 1931 წელს მან იქორწინა ბარსეგ გრიგორის ძე მურადიანზე, რომელიც 1942 წელს გარდაიცვალა. ნატალიას მისგან ჰყავდა შვილები — ვიულ (1932-1986) და ნელი (1942-2015) მურადიანები.
1934 წელს, ერევანში დაბრუნების შემდეგ, მელიქიანმა მუშაობა დაიწყო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლად შექმნილ ბიოლოგიის ფაკულტეტზე, მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრაზე, პროფესორ აკიმ ბედელიანის ასისტენტად, შემდეგ კი ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1939 წელს, ლენინგრადის უნივერსიტეტში, მცენარეთა ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ სერგეი ლვოვის ხელმძღვანელობით, დაიცვა დისერტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხზე თემაზე „სელის ხვეული ზეთის შესწავლა სომხურ პირობებში“. 1940 წელს მიიღო ასისტენტ-პროფესორის აკადემიური წოდება. ატარებდა კურსს მცენარეთა ანატომიასა და ფიზიოლოგიაში. იმ წლებში მელიქიანი ბიოლოგ ალექსანდრე არარატიანთან ერთად ეწეოდა სომხეთში ველური ცხიმოვან-ზეთოვანი მცენარეების შესწავლას სამრეწველო გამოყენებისთვის. მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა ყველა გეგმა.
1942 წლის მაისში, ქერჩში, ომში დაიღუპა ნატალიას ქმარი.
1962-დან 1977 წლამდე მელიქიანი ხელმძღვანელობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის განყოფილებას, შემდეგ კი 1977-დან 1985 წლამდე იყო კათედრის პროფესორ-მრჩეველი.
მელიქიანი სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი განსაკუთრებული დამსახურებებისთვის 1953 წელს დაჯილდოვდა ღირსების სამკერდე ორდენით, ასევე სხვა მედლებითა და სიგელებით. 1967 წელს მა მელიქიანს მიენიჭა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული მეცნიერის წოდება.
ნატალია მელიქიანი გარდაიცვალა 1989 წლის 25 ივლისს, ერევანში, 83 წლის ასაკში.