ნიკო ლეკიშვილი

ნიკო ლეკიშვილი
თბილისის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ოქტომბერი, 1993 – 8 დეკემბერი, 1995
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიკოტე გაბაშვილი
მემკვიდრებადრი შოშიტაიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 დეკემბერი, 1995 – 26 ივლისი, 1998
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიბაკურ გულუა (როგორც პრემიერ-მინისტრის მ.შ.)
ოთარ ფაცაცია (როგორც პრემიერ-მინისტრი)
მემკვიდრევაჟა ლორთქიფანიძე

დაბადებული20 აპრილი, 1947 (1947-04-20) (77 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი
რელიგიამართლმადიდებელი ქრისტიანი

ნიკოლოზ (ნიკო) მიხეილის ძე ლეკიშვილი (დ. 20 აპრილი, 1947, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2019).

1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოენერგეტიკის კათედრაზე, კომკავშირის თბილისის პირველი მაისის რაიკომის I მდივნად, კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის I მდივნად, რაიაღმასკომის თავმჯდომარედ, კპ-ს თბილისის პირველი მაისის რაიკომის I მდივნად, კპ-ს თბილისის საქალაქო კომიტეტის I მდივნად, თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ; 1993 - 1995 წლებში იყო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1993-1995 წლებში იყო თბილისის მერი. 1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი .

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1999

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]