ნიკოდიმ კონდაკოვი

ნიკოდიმ კონდაკოვი
დაბ. თარიღი 1 (13) ნოემბერი, 1844[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Russkaya Khalan
გარდ. თარიღი 17 თებერვალი, 1925(1925-02-17)[6] [1] [2] [3] [4] [5] [7] (80 წლის)
გარდ. ადგილი Malá Strana[7]
დასაფლავებულია ოლშანკის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა Byzantinist, მედიევისტი, ხელოვნებათმცოდნე[8] [5] , პროფესორი და არქეოლოგი[5]
მუშაობის ადგილი ოდესის უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი, სოფიის უნივერსიტეტი და კარლის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი, მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოდესის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები დიმიტრი აინალოვი, Sergei Zhebelev, Michael Rostovtzeff, Iegor Redine და იაკობ ივანოვიჩ სმირნოვი
სამეცნიერო ხარისხი მეცნიერების დოქტორი
ჯილდოები წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი და წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი

ნიკოდიმ პავლეს ძე კონდაკოვი (რუს. Никодим Павлович Кондаков; დ. 13 ნოემბერი, 1844, კურსკის გუბერნიის სოფ. ხალანი — გ. 17 თებერვალი, 1925, პრაღა, ჩეხოსლოვაკია) — რუსი ხელოვნების ისტორიკოსი. მუშაობდა უმთავრესად ბიზანტიური, ძველრუსული ხელოვნების ძეგლების შესწავლაზე. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1898), პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის წევრი (1893).

1861-1865 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, 1870-1917 წლებში ასწავლიდა ოდესის, ნოვოროსიის და პეტერბურგის უნივერსიტეტებში.

1989 წლის 1 აგვისტოს ჩამოსული იყო თბილისში, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა დ. ბაქრაძესთან ერთად საქართველოს სიძველეების მონახულება და მათი აღწერა[9]. ექსპედიცია 14 სექტემბერს დასრულდა, რომლის დროსაც მოინახულეს იმერეთი, გურია, სამეგრელო და რაჭა[10].

1920 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. 1922 წლიდან ასწავლიდა პრაღის უნივერსიტეტში.

დაამუშავა ხელოვნების წარმოებათა შესწავლის იკონოგრაფიული მეთოდი, ანალიზი გაუკეთა ძეგლთა ტიპოლოგიურ თავისებურებებს, ახსნა ამ თავისებურებათა მიზეზები და მნიშვნელობა. სწავლობდა ქართულ ძეგლებს, აინტერესებდა მათი მიმართულება ბიზანტიურ კულტურასთან. ქართული ხელოვნების შესწავლა აიყვანა მაღალ მეცნიერულ დონეზე. მისი ნაშრომი „საქართველოს ზოგიერთ ტაძარსა და მონასტერში დაცული სიძველეთა ძეგლების აღწერილობა“ (დ. ბაქრაძის თანამშრომლობით) დღესაც ინარჩუნებს გარკვეულ მეცნიერულ ღირებულებას.

  • Древняя архитектура Грузии, М., 1876;
  • Иконогафия Богоматери, т. 1-2, СПб., 1914-1915;
  • Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПб., 1890.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 629.
  • ჩუბინაშვილი გ., ნიკოდიმე კონდაკოვი (1844-1925). მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მიმოხილვა, „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1926, ტ. 6

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Cleminson O. Kondakov, Nikodim // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T047272
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 The Fine Art Archive — 2003.
  6. Кондаков Никодим Павлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. 7.0 7.1 Archiv hl. m. Prahy, Matrika zemřelých české pravoslavné církve u sv. Mikuláše, sign. ČPRAV Z2, s. 25 — ტ. ČPRAV Z2. — გვ. 25.
  8. Union List of Artist Names — 2011.
  9. გაზ. „ივერია“ №161, 1889
  10. გაზ. „ივერია“ №194, 1889