ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
საქართველოს სამეფო სახლის მეთაური (სადავო)
მმართ. დასაწყისი: 13 აგვისტო, 1984
მმართ. დასასრული: მოქმედი
წინამორბედი: პეტრე გრუზინსკი
მემკვიდრე: ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
სხვა წოდებები: უგანათლებულესი თავადი,
საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე,
მისი სამეფო უმაღლესობა[1]
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 აგვისტო, 1950
დაბ. ადგილი: თბილისი, საქართველო
მეუღლე: ლეილა ყიფიანი
შვილები: ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი
მაია ბაგრატიონ-გრუზინსკი
დინასტია: ბაგრატიონი
მამა: პეტრე გრუზინსკი
დედა: ლეილა მგელაძე
რელიგია: მართლმადიდებელი ქრისტიანი

ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (დ. 25 აგვისტო, 1950, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1971 წელს და სარეჟისორო ფაკულტეტი 1976 წელს. რეჟისორად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში (1975, 1980-1984), თბილისის კინომსახიობთა თეატრში (1975-1980, 1984-1991). 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში. 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან — კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. დადგმული აქვს სპექტაკლები: მ. ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“ და სხვ.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არის „საქართველოს სამეფო სახლის“ მეთაური, თუმცა ბაგრატიონთა შთამომავლებს შორის სამეფო სახლის უფროსობის საკითხი სადავოა გრუზინსკის ყოფილი სიძის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ანალოგიური პრეტენზიის გამო. საქართველოს საპატრიარქოს მეცადინეობით დავით მუხრანელი 2009-2013 წლებში დაქორწინებული იყო ნუგზარის ქალიშვილზე, ანაზე.

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 31

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ბატონიშვილი ნუგზარის საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად და სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარება. საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №10. 2006 წლის მემორანდუმი.