ომანის ტურიზმი 2000-იანი წლებიდან მოყოლებულიმზარდი ინდუსტრიაა.[1] ომანში არაერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს და განსაკუთრებით კულტურული ტურიზმით გამოირჩევა.[2][3] 2012 წელს ლონლი პლანეტიმ მასკატი მსოფლიოში მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა.[4] მასკატი 2012 წელს არაბეთის ტურიზმის დედაქალაქად დასახელდა.[5]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.8 ქულა) ომანი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 66-ე ადგილზე იმყოფება. 2015 წელთან შედარებით ომანმა სიაში ერთი ადგილით დაბლა ჩაინაცვლა.[6] 2017 წელს ომანს 1 897 000 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1 539 700 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 811.6$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 53 251 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 2,7%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ია.[7] ომანს საუკეთესო მაჩვენებლები უსაფრთხოებისა და დაცულობის (მეოთხე ადგილი) და ფასების კონკურენტუარიანობის (24-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი საერთაშორისო ღიაობის (116-ე ადგილი) და გარემოს მდგრადობის (109-ე ადგილი) სვეტებში აქვს.[8]
მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის მოქალაქეთათვის ომანში მგზავრობისათვის ვიზის აღებაა საჭირო. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებისათვის ომანში მოგზაურობა სავიზო ლიმიტის გარეშეა შესაძლებელი. მსოფლიოს 69 ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის ინტერნეტის მეშვეობით შეძენა შეუძლიათ, რომელიც 30 დღის განმავლობაშია მოქმედი. ყველა ვიზიტორისთვისსავალდებულოა 6 თვის განმავლობაში მოქმედი პასპორტი.
2013 წლის ტურიზმის სტატისტიკა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების გამოკლებით:[9]
Rank | Country | Number |
---|---|---|
1 | ინდოეთი | 244,786 |
2 | გაერთიანებული სამეფო | 133,529 |
3 | პაკისტანი | 67,893 |
4 | გერმანია | 55,126 |
5 | აშშ | 53,165 |
6 | საფრანგეთი | 47,830 |
7 | ეგვიპტე | 28,541 |
8 | იტალია | 26,063 |
9 | ფილიპინები | 24,897 |
10 | ბანგლადეში | 20,191 |
ომანის სანაპიროზე არაერთი პლაჟი მდებარეობს. მასკატის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროზე კურორტები მდებარეობს. სანაპიროს აქტივობებს მიეკუთხვნება: მზის აბაზანების მიღება, ცურვა, ყვინთვა, სნორკელინგი, ნავებითა და წყლის სკუტერებით გასეირნება, სერფინგი, ნიჟარების შეგროვება და თევზაობა.
დღიური ზღვის ბრიზების წყალობით ომანის სანაპიროზე კაიტსერფინგისთვის ხელსაყრელი პირობებია. კაიტსერფინგის ცენტრები მასკატში, ელ სავადისა და ალზაიბას სანაპიროებსა და მასირაჰის კუნძულის სანაპიროებზე მდებარეობს.[10][11]
ომანში პოპულარულია აქლემებითა და ოთხბორბლიანი ტრანსპორტით მოგზაურობა ვაჰიბას უდაბნოში. საფარი ტურები ადგილობრივთა ქოხებში არჩენას, ბარბექიუებს, აქლემებით გასეირნებას, ქვიშის სერფინგსა და ბედუინთა თემებთან სტუმრობას.
კირქვით მდიდარი დანალექი ქანებით აღმართულ ომანის მთებში უამრავი გამოქვაბულია. 2008 წელს ტურიზმის სამინისტრომ მსოფლიოში სიდიდით მეორე მღვიმის, მეჯლის ელ ჯინის განვითარებისთვის ახალი პროგრამა წამოიწყო, რაც მღვიმის ტურისტულ გამოქვაბულად გადაქცევას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროგრამა პირველი ტურისტული მღვიმის, ელ ჰუთას მღვიმის გახსნის შემდეგ შეიმუშავეს, რადგანაც მღვიმემ ირველივე წელს 75 000 ტურისტი მიიღო.[12] ომანში მდებარე გამოქვაბულების ნაწილი სხვადასხვა სირთულისაა: დაწყებული მარტივიდან, როგორიცაა მუქალის გამოქვაბული ბანის უადიში და ხალიდის მღვიმე ეშ შარქიიაჰის რეგიონში, დამთავრბეული ურთულესი მღვიმეებით, რომელთა მოსანახულებლადაც გამოცდილება, ვარჯიში და სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო.
ტურისტთა შორის პოპულარულია ომანს ბაზრები (souq). მსგავსი ბაზრები ომანის ყველა ქალაქში მდებარეობს. მასკატის ყველაზე ცნობილი ბაზრობები რუვისა და მუთრაჰის ბაზრობებია.
ომანის ქალაქების უმეტესობას ციხესიმაგრე აქვს, რომელთა დიდი ნაწილი აშენებული ან გაფართოებლია ელ-იარუბის დინასტიის დროს 1624-1744 წლებში. ციხესიმაგრეები შემოსევების დროს მოსახლეობის თავდაცვის უკანასკნელი ხაზის ფუნქციას ითავსებდნენ. ციხესიმაგრეები ხანგრძლივი ალყისთვის იყო მზად: წყლის წყაროებით, საკვების მარაგითა და საიდუმლო გვირაბებით, რომლებიც ციხესიმაგრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მთავრდება. მშვიდობის დროს ციხესიმაგრეები მმართველი წრეების მთავარ ცენტრსა და ქალაქების განათლების კერას წარმოადგენდა.
მასკატის ფესტივალი[18] ყოველწლიურად იანვარსა და თებერვალში ტარდება. ფესტივალზე ტრადიციული ომანური ცხოვრების სტილის, ხელოვნებისა და კულტურის ნიმუშებია გამოფენილი. ღონისძიება საცირკო და თეატრალურ სანახაობებსაც მოიცავს.
სალაჰაჰის ფესტივალი ივლისსა და აგვისტოში იმართება, როდესაც ომანის ტერიტორიაზე სპარსეთის ყურის სხვა სახელმწიფოებზე მეტად გრილა. სალაჰაჰის ფესტივალი განსაკუთრებით ოჯახებს იზიდავს და კულტურულ, ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნების შოუებს მოიცავს.
ომანის ცხენოსნობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული შეჯიბრებები სექტემბრიდან ივნისამდე ომანის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. გრძელ მანძილზე აქლემების რბოლა სპეციალურად აგებულ სარბოლო ტრასებზე იმართება, ჩვეულებრივ არდადეგებისა და ეროვნული დღესასწაულების დროს.
დუბაი-მასკატის რეგატა ყოველი წლის იანვარში იმართება. ნავები დუბაიდან იწყებენ რბოლას და ჰორმუზის ყურის გავლით მასკატში ჩადიან.