ოქროსფერი ქერცლოვანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pholiota aurivella (Batsch) P. Kumm, (1871) | |||||||||||||||
|
ოქროსფერი ქერცლოვანა (ლათ. Pholiota aurivella) — ქერცლოვანას გვარის სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას.
დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. ზოგიერთი სახელმძღვანელო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს. იზრდება ჯგუფებად დამპალ და ცოცხალ ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა ავგუსტ ბაჩმა 1786 წელს როგორც Agaricus aurivellus. მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა პაულ კუმერმა 1871 წელს.
ქუდის დიამეტრი — 15 სმ, ხორციანი, წებოვანი, ზოგჯერ სრიალა,[1][2] გაშრობისას პრიალა, თავიდან ნახევარსფეროსებრი, შემდგომში რამდენადმე ბრტყელი, ზედაპირი დაფარულია მურა ქერცლებით, შუაში ხშირად ბორცვაკით. კიდეები ბოჭკოვან-ქერცლოვანია. ნორჩობაში კიდეებთან გააჩნია კერძო საბურველის ნარჩენები, რომელიც წვიმის შემდეგ სცილდება. ოქროსფერ-ყვითელი ან მურა-ყვითელია.[3]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილი, განიერი. თავიდან მოყვითალოა, შემოდგომში — ყავისფერ-მურა.
ფეხის სიგრძე — 7-10 სმ, სისქე — 1.5 სმ, ქერცლოვანი ზედაპირით, ყვითელი, ახასიათებს ბოჭკოვანი საყელო, რომელიც მალევე ქვრება.
რბილობი — მოთეთროა, გადატეხვისას მოყვითალო-მურა ფერს იღებს, განსაკუთრებული სუნის გარეშე.
სპორები — ელიფსისებრი. ანაბეჭდი — ყავისფერ-ჟანგისფერი, გლუვი,[1] 8-9x5-6 მკმ.
გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას (განსაკუთრებით კანადას), ჩრდილოეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას.[4][5]
საპროტროფი და პარაზიტია.[6] იზრდება ჯგუფებად დამპალ და ცოცხალ ფოთლოვან (უპირატესად ევროპულ წიფელზე), იშვიათად წიწვოვან ხეებზე. სოკო უმეტასად გავრცელებულია ბარში, ვიდრე მაღალ მთიან ადგილებში.[7]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა.[8] ზოგიერთი სახელმძღვანელო მას არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.[9][10][11] ერთი წყარო კი იტყობინება, რომ სოკო შეიცავს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლას.[12]
გამოიყენება ახალი და დამარინადებული. აგრეთვე იხმარება სოკოებისაგან მომზადეულ შერეულ კერძებშიც.[13]