ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|პატარა იკაროსი (თამაში)}} |
პატარა იკაროსი— თამაში, რომელიც შექმნა და გამოაქვეყნა ნინტენდომ. იგი გამოვიდა იაპონიაში 1986 წლის დეკემბერში, ევროპაში 1987 წლის თებერვალში და ჩრდილოეთ ამერიკაში 1987 წლის ივლისში.
პატარა იკარუსის სიუჟეტი არის პიტის დავალებაზე, სამ დამარხულ საგანძურზე, რომელიც მან უნდა აიღოს რათა გადაარჩინოს ქალღმერთი პალუტენა. მოთამაშე აკონტროლებს პიტს პლატფორმებზე რა დროსაც ის ებრძვის მონსტრებს და ნივთებს აგროვებს. თამაშის მიზანია მიაღწიოთ საფეხურების და დაამარცხოთ მთვარი მონსტრები, რომლებიც სამ საგანძურს იცავენ.
თამაში გააკრიტიკეს სხვადასხვანაირად მაგრამ მაინც იქნა მიღებული კალისკურ თამაშად. თამაშის განმხილველებმა შეაქეს მისი მუსიკა და სხვადასხვა ჟანრის გაერთიანება მაგრამ გააკრიტიკეს თამაშის გრაფიკული დიზაინი და სირთულის დონე.
მოგვიანებით თამაში ხელახლა გამოვიდა Game Boy Advance-ისთვის იაპონიაში 2004 წელს. იგი გამოვიდა Wii ვირტუალურ კონსოლზე 2007 წელს და Wii U ვირტუალურ კონსოლზე 2013 წელს.
მოთამაშე აკონტროლებს მთავარ გმირ პიტს ორგანზომილებიან სამყაროში, რომელიც შეიცავს მონსტრებს და დაბრკოლებებს. პიტის მთავარი იარაღი არის მისი მშვილდი ულიმიტო ისრის ოდენობით, რომლებიც გაძლიერებული შეიძლება იქნას სამი მოსაპოვებელი ნივთით: დამცავი კრისტალი იცავს პიტს მოწინააღმდეგეებისგან, ცეცხლის ისრები უტევს ბევრ მონსტრს ერთად და ზეციური ისარი ზრდის მშვილდის არეალს.[1][2] ეს გამაძლიერებლები მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პიტს საკმარისად დიდი სიცოცხლე აქვს. თამაში თვალყურს ადევნებს მოთამაშის ქულებს და ზრდის პიტის სიცოცხლის ზოლს ბრძოლის ბოლოს, თუ მოთამაშემ საკმარისი ქულები დააგროვა.
ეტაპების გავლის განმავლობაში მოთამაშეს წვდომა აქვს შვიდ სხვადასხვა ოთახთან. მაღაზიები და შავი ბაზრები გთავაზობენ ნივთებს გულების სანაცვლოდ, რომლებსაც დამარცხებული ურჩხულები ტოვებენ. ზოგი ოთახი შეიცავს საგანძურს, მტრის ბუდეები საშუალებას აძლევს პიტს აიღოს უფრო მეტი გული მონსტრებიდან, ცხელი წყლები კი პიტის სიცოცხლეს ავსებს.[1][3] ღმერთის ოთახში პიტის მშვილდ-ისრის სიძლიერე დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: რამდენი მონსტრი ყავს მოკლული პიტს და რამხელა ზიანი მიიღო პიტმა. სავარჯიშო ოთახში პიტი მიიღებს სამი საგანძურიდან ერთ-ერთს თუ იგი ჩააბარებს გამძლეობის გამოცდას.
თამაშის სამყარო დაყოფილია სამ ეტაპად: ქვედა სამყარო, დედამიწა და ცის სამყარო.[4] თითოეული ეტაპი მოიცავს სამ ცალმხრივ ზონას და ციხესიმაგრეს.[5] ქვედა სამყაროში და ცის სამყაროში პიტს უწევს ზემოთ ცოცვა. ეტაპების ბოლოში მდებარე ციხესიმაგრეები არის ლაბირინთები რომელშიც პიტმა უნდა იპოვოს კარიბჭის ბოსი და დაამარცხოს იგი. ციხესიმაგრეში პიტს შეუძლია იყიდოს ფურცელი, პასტა და ჩირაღდანი რათა უფრო ადვილად გააგნოს გზა ლაბირინთში. ერთჯერადი გამოყენების ნივთს, ჩაქუჩს, შეუძლია გაანადგუროს ქვის ქანდაკებები, რაც ათავისუფლებს მფრინავ ჯარისკაცს სახელად ცენტურიონს, რომელიც ეხმარება მოთამაშეს ბოსების დამარცხებაში. თითოეული განადგურებული ბოსისთვის პიტი იღებს სამ წმინდა საგანძურს, რომელიც საჭიროა მეოთხე და ბოლო ეტაპის, ცის ტაძრში შესასვლელად.
თამაში ვითარდება ანგელოზის მიწაზე, რომელიც არის ფანტასტიკური სამყარო ბერძნული მითოლოგიის თემით. თამაშის დაწყებამდე დედამიწას მართავდნენ პალუტენა (სინათლის ქალღმერთი) და მედუზა (სიბნელის ქალღმერთი). პალუტენამ ხალხს სინათლე აჩუქა რათა გაეხარებინა ისინი. მედუზას ადამიანები სძულდა, გააფუჭა, დააშრო მათი მოსავალი და ქვად აქცია მცენარეები. ამით განრისხებულმა პალუტენამ მედუზა ურჩხულად აქცია და ქვესკნელში გააძევა. შურისძიების მიზნით, მედუზამ შეთქმულება მოაწყო ქვესკნელის ურჩხულებთან, რათა დაეპყრო პალუტენას რეზიდენცია, ცის სასახლე. მან მოულოდნელი შეტევა წამოიწყო და მოიპარა სამი წმინდა საგანძური - სარკის ფარი, სინათლის ისრები და პეგასუსის ფრთები - რამაც პალუტენას არმიას ძალა დაუკარგა. მას შემდეგ, რაც მისი ჯარისკაცები მედუზამ ქვად აქცია, პალუტენა ბრძოლაში დამარცხდა და ცის სასახლეში გამოკეტეს.
თავისი უკანასკნელი ძალით მან მშვილდი და ისარი გაუგზავნა ახალგაზრდა ანგელოზ პიტს. პიტი გარბის ქვესკნელის ციხიდან და მიემართება პალუტენასა და ანგელოზის მიწის გადასარჩენად.[6] სიუჟეტის განმავლობაში პიტი იბრუნებს სამ წმინდა საგანძურს ციხის კარის მცველებისგან მათი შესაბამისი ციხესიმაგრეებიდან ქვედა სამყაროში, დედამიწაში და ცის სამყაროში. ამის შემდეგ ის საგანძურებით აღიჭურვება და შტურმით აიღებს ცის ტაძარს, დაამარცხებს მედუზას და გაათავისუფლებს პალუტენას. თამაშს აქვს ხუთი განსხვავებული დასასრული; მოთამაშის თამაშის მიხედვით, პალუტენამ შეიძლება პიტს აჩუქოს თავსაბურავი ან გადააქციოს ის სრულფასოვან ანგელოზად. [7]
https://www.mobygames.com/game/kid-icarus