პეტრე სტეფანეს ძე კოტლიარევსკი (დ. 23 ივნისი [ძვ. სტ. 12 ივნისი], 1782, სოფ. ოლხოვატკა, ხარკოვის გუბერნია — გ. 2 ნოემბერი [ძვ. სტ. 21 ოქტომბერი], 1852, ფეოდოსიის ახლოს) — რუსი ინფანტერიის გენერალი (1826).
დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1799 წელს, მან მიიღო ოფიცრობა. დაწინაურდა რუსეთ-ირანის ომის (1804-1813) დროს, გამოირჩეოდა დიდი სიმამაცით და გაბედულობით. 1810 წელს, მცირე რაზმით ხელში ჩაიგდო ციხესიმაგრე მიგრი, გაუძლო ალყას, ხოლო შემდეგ დაამარცხა ირანული ჯარები მდინარე არაქსთან. 1812 წლის 19-20 ოქტომბერს, დაამარცხა აბას-მირზას ჭარბი ძალები ასლანდუზთან, ხოლო 1813 წლის 1 იანვარს, 2-ათასიანი რაზმით შტურმით აიღო ლენქორანი, რამაც გადაწყვიტა ომის ბედი. მძიმედ დაიჭირა და სამსახურიდან გადადგა.