პოლ კონრადი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 აპრილი, 1877 |
დაბ. ადგილი | ლე-ლოკლი |
გარდ. თარიღი | დეკემბერი, 1948 (71 წლის) |
გარდ. ადგილი | ნევშატელი |
მოქალაქეობა | შვეიცარია |
საქმიანობა | ბოტანიკოსი და მიკოლოგი |
პოლ კონრადი (ფრანგ. Paul Konrad; დ. 1 აპრილი, 1877, ლე-ლოკლი — გ. 19 დეკემბერი, 1948, ნევშატელი) — შვეიცარიელი გეომეტრი და მოყვარული მიკოლოგი.[1]
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Konrad.[2]
1894 წელს დაამთავრა ბაზელის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. 1902-1948 წლებში იყო ნევშატალის ტრამვაის მომსახურების თანამშრომელი; 1938 წლიდან დირექტორი.[3]
თავისუფალ დროს მიკოლოგიას უთმობდა. 1918 წელს გახდა საფრანგეთის მიკოლოგიური საზოგადოების წევრი;[4] 1927 წელს ლიონის კარლ ლინეს საზოგადოების წევრი. 1932 წელს მიიღო ნევშატელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[3]
პროფესორ ანდრე მობლანთან ერთად შექმნა სოკოების ილუსტრირებული ატლასი — „Icones Selectae Fungorum“, რომელშიც აღწერილი იყო ცენტრალურ ევროპაში გავრცელებული სოკოს სახეობები.
პოლ კონრადი გარდაიცვალა 1948 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ნევშატელში, 71 წლის ასაკში.