პუან მაჰარანი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 6 სექტემბერი, 1973[1] [2] [3] [4] [5] (51 წლის) |
დაბადების ადგილი | ჯაკარტა[6] [1] [4] |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | ინდონეზიის უნივერსიტეტი |
ეროვნება | მინანგკაბაუ[7] |
მამა | Taufiq Kiemas |
დედა | მეგავატი სუკარნოპუტრი |
მეუღლე/ები | Hapsoro Sukmonohadi[8] |
შვილ(ებ)ი | Diah Pikatan Orissa Putri Hapsari და Praba Diwangkara Caraka Putra Soma |
ჯილდოები | Bintang Mahaputera Adipradana[9] , Tatler 500 Indonesia[10] და Asia's Most Influential Indonesia[11] |
პუან მაჰარანი (დ. 6 სექტემბერი 1973, ჯაკარტა, ინდონეზია) — ინდონეზიელი პოლიტიკოსი, ინდონეზიის ბრძოლის დემოკრატიული პარტიის წევრი. ადამიანური განვითარებისა და კულტურის საკითხებში მინისტრ-კოორდინატორი პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს კაბინეტში 2014 წლიდან, სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს დეპუტატი 2009-2014 წლებში და ბრძოლის დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ლიდერი 2012-2014 წლებში. ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტის მეგავატი სუკარნოპუტრისა (2001-2004 წლებში) და სახალხო საკონსულტაციო კონგრესის ყოფილი სპიკერის ტოფიკ კიემასის (2009-2013 წლებში) პატარა შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. ინდონეზიის პირველი პრეზიდენტის სუკარნოს შვილიშვილი.
პუან მაჰარანი დაიბადა 1973 წლის 6 სექტემბერს მეგავატი სუკარნოპუტრისა და მისი მესამე ქმრის ტოფიკ კიემასის ოჯახში[12]. ტოფიკ კიემასი ამ დროისათვის სტუდენტური აქტივისტი და სუჰარტოს რეჟიმის მოწინააღმდეგე იყო. პუან მაჰარანის ბავშვობაში მამამისი ციხეში ჩასვეს ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის ბრალდებით[13]..
1991 წელს ჩიკინის სკოლის დასრულების შემდეგ პუანი გახდა ინდონეზიის უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც სწავლობდა მასობრივ კომუნიკაციას. უნივერსიტეტი დაასრულა 1997 წელს[14].
1998 წელს სუჰარტოს დამხობის შემდეგ, პუან მაჰარანი პოლიტიკური საქმიანობით დაკავდა. მისი პოლიტიკაში მოსვლა განაპირობა დედამისმა, რომელიც ამ დროისათვის ინდონეზიის პოლიტიკურ სცენაზე ერთ-ერთი გავლენიანი მოთამაშე იყო. პუანი გაწევრიანდა ბრძოლის დემოკრატიულ პარტიაში, რომელიც დედამისმა შექმნა 1998 წელს. მეგავატი სუკარნოპუტრის პრეზიდენტობის დროს იგი დედამისს დაყვებოდა სხვადასხვა ოფიციალურ ვიზიტებში, ასევე თავად მართავდა სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებს[15].
2000-იანების შუა წლებში პაუნი გახდა ბრძოლის დემოკრატიული პარტიის ქალთა ფრთის ლიდერი. 2008 წელს კი მეგავატი სუკარნოპუტრიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ პაუნ მაჰარანი გახდებოდა მისი შემცვლელი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე[16].
2009 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი კენჭს იყრიდა ცენტრალური იავის ოლქიდან. შედეგად მან მიაღწია გამარჯვებას, მიიღო 242 504 ხმა (მეორე მაჩვენებელი არჩეულ კანდიდატებს შორის[17]) და გახდა ინდონეზიის სახალხო წარმომადგენელთა საბჭოს წევრი. 2012 წელს ფრაქციის ლიდერი გახდა. 2013 წელს გამოდიოდა საწვავზე ფასების გაზრდის მოწინააღმდეგედ[18].
2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში განიხილებოდა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო ჯოკო ვიდოდოს არჩევის შემდეგ ასევე განიხილავდნენ როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, თუმცა ვიცე-პრეზიდენტი გახდა იუსუფ კალა. ამავე წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს 326 927 ხმით და ეს იყო კვლავ მეორე მაჩვენებელი არჩეულ კანდიდატებს შორის[17][19].
ჯოკო ვიდოდოს გამარჯვების შემდეგ პუანი დანიშნეს ადამიანური განვითარებისა და კულტურის მინისტრ-კოორდინატორად და გახდა იმ რვა ქალიდან ერთ-ერთი, რომელმაც თანამდებობა დაიკავა ახალ კაბინეტში. მთავრობაში გადასვლის შემდეგ მისი ადგილი პარლამენტში დიდი ხნის მანძლზე ვაკანტური იყო. მისი შემცვლელი გახდა ალფია რეზიანი, რომელმაც მანდატი მიიღო მხოლოდ 2016 წელს[20].
2017 ელს პუან მაჰარანიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ და აცხადებდა, რომ ადამიანური განვითარების ინდექსი გაიზარდა ინდონეზიაში და შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი[21].
2019 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლის დემოკრატიული პარტიის შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ (ჯოკო ვიდოდო ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად, ხოლო პარტიამ მიიღო 128 ადგილი ინდონეზიის სახალხო წარმომადგენელთა საბჭოში, 19 ხმით მეტი წინა არჩევნებთან შედარებით) პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პუან მაჰარანი სავარაუდოდ 2019 წელს გახდებოდა დედის, მეგავატი სუკარნოპუტრის შემცვლელი პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
პუანი გათხოვილია ბიზნესმენზე ხაპსორო სუკმონოხადიზე, მათ ორი შვილი ჰყავთ[22]. პუანს ორი ძმა ჰყავს დედის პირველი ქორწინებიდან (სამხედრო-საჰაერო ძალების ლეიტენანტი სურინდრო სურიარსოსაგან) მოჰამად რიზკი პრატამა და მოჰამად პრანანდუ პრაბოვო.