ჟასმინი სეფას ჯოუნზი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 ივლისი, 1989[1][2] ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
განათლება | ბერკლის მუსიკალური კოლეჯი |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი |
აქტიური | 2013-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | ენტონი რემოსი |
მშობლები |
მამა: რონ სეფას ჯოუნზი დედა: კიმ ლესლი |
ჟასმინი სეფას ჯოუნზი (ინგლ. Jasmine Cephas Jones; დ. 21 ივლისი, 1989) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ძირითადად ცნობილია 2015 წლის ბროდვეის მიუზიკლ „ჰამილტონში“ პეგი სკაილერის და მარია რეინოლდსის ორმაგი როლის შესრულებისთვის.[3] 2020 წელს გადაეცა პრაიმტამის ემის ჯილდო ტაიშას როლის შესრულებისთვის ვებ-სერიალში „FreeRayShawn“.
ჟასმინ ჯოუნზის მამა მსახიობი რონ სეფას ჯოუნზია[4], დედა კი ბრიტანელი ჯაზის მომღერალი კიმ ლესლი. გაიზარდა მიდვუდში, ბრუკლინში. სწავლობდა ფორელო ლაგარდიას სახელობის მუსიკალურ და სამსახიობო სკოლაში და ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში. სწავლა დაამთავრა 2011 წელს.
მონაწილეობდა რამდენიმე დამოუკიდებელი ფილმის გადაღებაში, რომელთა შორისაა „ტიტუსი“ (2013) და „ფერფილდი“ (2014). ჰქონდა ეპიზოდური როლები სერიალებში „ცისფერი სისხლი“ და „დაუვიწყარი“.
2015 წელს „ჰამილტონის“ ბროდვეის გარე წარმოდგენაში შეასრულა პეგი სკაილერის და მარია რეინოლდსის როლები. იგივე როლებს ასრულებდა „ჰამილტონის“ ბროდვეის მიუზიკლშიც 2016 წლის 8 დეკემბრამდე.[5] 2016 წელს მიიღო გრემის ჯილდო როგორც „ჰამილტონის“ ალბომის ერთ-ერთმა სოლისტმა.[6]
2017 წლის „Super Bowl“-ის ცერემონიაზე შეასრულა „America the Beautiful“ „ჰამილტონის“ ვარსკლავებთან რენე გოლდსბერისთან და ფილიპა სუსთან ერთად[7].
2015 წელს ითამაშა ფილმში „ქალბატონი ამერიკა“. 2020 წელს შეასრულა მეორეხარისხოვანი როლი მინი-სერიალში „FreeRayShawn“, რისთვისაც გადაეცა ემის ჯილდო.
2018 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა „ჰამილტონის“ მსახიობ ენტონი რემოსთან, რომელიც ბროდვეის გარე წარმოდგენის რეპეტიციებზე გაიცნო და შემდგომში მასთან ურთიერთობა დაიწყო.