სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი

ქალაქი
სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი
San Antonio de los Baños
გერბი

ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია არტემისა
კოორდინატები 22°53′20″ ჩ. გ. 82°29′56″ დ. გ. / 22.88889° ჩ. გ. 82.49889° დ. გ. / 22.88889; -82.49889
დაარსდა 1802
ფართობი 127 კმ²
ცენტრის სიმაღლე 60
მოსახლეობა 46,300 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 364,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 7
საფოსტო ინდექსი 10xxx–19xxx
სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი — კუბა
სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი

სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი (ესპ. San Antonio de los Baños) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, არტემისის პროვინციაში. დედაქალაქ ჰავანიდან მდებარეობს დაახლოებით 25 კილომეტრში. გაშენებულია მდინარე არიგუანაბოს ნაპირებზე. დაარსდა 1802 წელს.[1] ფართობი 127 კმ². 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 46,300 ადამიანს. მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 364,6 ადამიანს კმ²-ზე. ქალაქში არის 39 სკოლა და 600-მდე პედაგოგი ასევე ბიბლიოთეკები. 1987 წელს აქ გაიხსნა საერთაშორისო კინოსკოლა და ტელევიზია. სიახლოვეს მდებარეობს სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსის აეროდრომი.[2]

მოჰყავთ ძირითადად თამბაქო, შაქრის ლერწამი და ანანასი. განვითარებულია ტურიზმი. არის თერმული წყაროები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Guije.com. სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
  2. ან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-05. ციტირების თარიღი: 2011-12-03.