სანდრა ტორესი | |
იმედის ეროვნული კავშირის გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 მაისი, 2012 – 31 აგვისტო, 2021 | |
წინამორბედი | ალვარო კოლომი |
გვატემალის პირველი ლედი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 იანვარი, 2008 – 7 აპრილი, 2011 | |
პრეზიდენტი | ალვარო კოლომი |
წინამორბედი | ვენდი დე ბერგერი |
მემკვიდრე | როსა ლეალ დე პერესი |
დაბადებული | 5 ოქტომბერი, 1955 მელჩორ-დე-მენკოსი, პეტენის დეპარტამენტი |
ეროვნება | გვატემალელი |
რეზიდენცია | გვატემალა |
პოლიტიკური პარტია | იმედის ეროვნული კავშირი |
მეუღლე | ალვარო კოლომი (2003-2011) |
განათლება | სან-კარლოსის უნივერსიტეტი, რაფაელ ლანდივარის უნივერსიტეტი |
სანდრა ხულიეტა ტორეს კასანოვა (ესპ. Sandra Julieta Torres Casanova; დ. 5 ოქტომბერი, 1955) — გვატემალელი პოლიტიკოსი. გვატემალის პირველი ლედი 2008-2011 წლებში. იმედის ეროვნული კავშირის გენერალური მდივანი. 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი. მონაწილეობდა ასევე 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიმი მორალესის წინააღმდეგ.
სანდრა ხულიეტა ტორეს კასანოვა დაიბადა მელჩორ-დე-მენკოსში ენრიკე ტორესისა და ტერეზა კასანოვას ოჯახში. დაამთავრა სან-კარლოსის უნივერსიტეტი, აქვს კომუნიკაციის მეცნიერებების ხარისხი. გარდა ამისა მიიღო მაგისტრის ხარისხი რაფაელ ლანდივარის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი პოლიტიკის მიმართულებით.
გეგმავდა მონაწილეობას 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და პირველ ტურში 19,76 %-ით დაიკავა მეორე ადგილი. მეორე ტურში მიიღო ხმების 32,56 % და დამარცხდა ჯიმი მორალესთან[1][2][3].
მონაწილეობდა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც,[4] სადაც მეორე ტურში მიიღო ხმების 42,05 % და დამარცხდა ალეხანდრო ჯამატეისთან.[5]