ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო უშიშროება (ჩეხ.Státní bezpečnost, შემოკლებით: StB, სლოვაკ.Štátna bezpečnosť, ŠtB) — ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის პოლიტიკური პოლიცია, საინფორმაციო სამსახური, რომელიც შექმნის დღიდანვე (1945) იყო ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის კონტროლქვეშ და ემსახურებოდა ძლევამოსილი პოზიციების დაკავებას და კომუნისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეთა განადგურებას. შეიქმნა 1945 წლის 30 ივნისს, როგორც ეროვნული უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი არაუნიფორმირებული დანაყოფი. 1948 წლიდან იყო კომუნისტური ტერორის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი. გაუქმდა მინისტრ რიხარდ სახერის განკარგულებით 1990 წლის 15 თებერვალს და მისი ზოგიერთი ფუნქცია გადაიბარა ახლად შექმნილმა დემოკრატიის პრინციპების დაცვის სამსახურმა (ჩეხ.FMV, მოგვიანებით BIS).
Antonín Kratochvil: Žaluji 1. Stalinská justice v Československu, Mnichov 1973, Praha 1990; 2. Vrátit slovo umlčeným, Haarlem 1975, Praha 1990; 3. Cestou k Sionu, Haarlem 1977, Praha 1990