სიერა-კრისტალის ეროვნული პარკი
Parque Nacional Sierra Cristal | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ოლგინის პროვინცია |
ქვეყანა | კუბა |
კოორდინატები | 20°32′31″ ჩ. გ. 75°28′34″ დ. გ. / 20.54194° ჩ. გ. 75.47611° დ. გ. |
ფართობი | 185,37 კმ² |
დაარსდა | 1930 |
სიერა-კრისტალის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Sierra Cristal) — ქედი და ეროვნული პარკი კუბაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ოლგინის პროვინციაში. ეროვნული პარკი ვრცელდება სიერა-კრისტალის ქედზე, რომელიც კუბის ქედებს შორის სიმაღლით (სიერა-მაესტრას შემდეგ) მეორე ადგილზეა. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა დაახლ. 1300 მ (მთა კრისტალი). ტერიტორიის განსაკუთრებულობის გამო იგი 1930 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.[1] წარმოადგენს კუბის უძველეს ეროვნულ პარკს. ფართობი 185,37 კმ².[2] მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. ჭარბობს ფიჭვის ტყეები. ამ მხარეებში კარიბული ფიჭვი (Pinus caribaea) სიმაღლეში 30 მ-ს აღწევს.
1988 წელს შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.[3]