სომალის სამოქალაქო ომი (2009–დღემდე) | |||||
---|---|---|---|---|---|
სომალის სამოქალაქო ომი ნაწილი | |||||
![]() სომალის სამხედრო მდგომარეობა, ნოემბერი, 2022
ალ-შაბააბის კონტროლქვეშ
ისლამური სახელმწიფოს კონტროლქვეშ
ხატუმოს კონტროლქვეშ
სადავო ტერიტორია
| |||||
თარიღი |
31 იანვარი, 2009 – დღემდე (16 წელი, 2 თვე, 2 კვირა და 3 დღე) | ||||
ძალები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
სომალის სამოქალაქო ომი (2009–დღემდე) — სომალის სამოქალაქო ომის ფაზა, რომელიც კონცენტრირებულია სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში. დაიწყო 2009 წლის იანვრის ბოლოს კონფლიქტით, ძირითადად , სომალის ფედერალური მთავრობის ძალებს, რომლებსაც ეხმარებოდნენ აფრიკის კავშირის სამშვიდობო ჯარები და ალ-კაიდასთან კავშირში მყოფი ალ-შაბააბის მებრძოლებს შორის.
კონფლიქტი დაიწყო 2009 წლის იანვარში, როდესაც ეთიოპიის ჯარები გამოვიდნენ სომალიდან, რის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდა ძალაუფლების ვაკუუმი. ალ-შაბააბი სწორედ ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპირებდა. ისლამისტებმა, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს დღემდე ბაიდოას, გარდამავალი ფედერალური მთავრობის (TFG) დროებითი დედაქალაქის აღებით. ალ-შაბააბმა გააგრძელა კონფლიქტი გარდამავალ ფედერალურ მთავრობასა და სომალის აფრიკული კავშირის მისიის წინააღმდეგ 2010 წლის განმავლობაში და დიდი წარმატებით სარგებლობდა სამთავრობო ძალებთან ბრძოლისას. ორგანიზაციის ადგილობრივი მხარდაჭერა თანდათან იზრდებოდა, რასაც ნაწილობრივ დაეხმარა მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დაინერგა ალ-შაბააბის მიერ მართულ რაიონებში. [23]
კენიის შეჭრა სამხრეთ სომალიში, ოპერაცია ლინდა ნჩი, დაიწყო 2011 წლის ოქტომბერში. კენიის მთავრობა შეშფოთებული იყო ლტოლვილთა მზარდი კრიზისით და არასტაბილურობით ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ და აპირებდა ბუფერული ზონის შექმნას, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტის გამძაფრება კენიის ტერიტორიაზე. ალ-შაბააბი კენიის ინტერვენციის მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა, რომელსაც შეუერთდა გარდამავალი ფედერალური მთავრობის და სომალის აფრიკული კავშირის მისიის ჯარები. ისინი დაუპირისპირდნენ ალ-შაბააბის პოზიციებს სამხრეთში და განდევნეს ისლამისტები მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქ კისმაიოდან. სომალიში 2011 წელს იყო ძლიერი შიმშილი, რამაც კიდევ უფრო დასუსტა ალ-შაბააბი. [23] [24]
მიუხედავად მზარდი გამოწვევებისა, ალ-შაბააბი კვლავ აკონტროლებს ტერიტორიის დიდ ნაწილს სამხრეთ სომალიში. ის სარგებლობს გავლენით ბევრ სოფელში და ახლა პრიორიტეტს ანიჭებს პარტიზანულ და ტერორისტულ თავდასხმებს, ვიდრე ტერიტორიების ათვისებას. სომალიში ისლამურმა სახელმწიფომ (ISS) და ჰიზბულ ისლამმა განახორციელეს თავდასხმები ორივე დაჯგუფების წინააღმდეგ. 2013 წელს ჰიზბულ ისლამმა შეაჩერა ძალადობა მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ 2022 წლიდან კვლავ აქტიურია ჩრდილოეთ სომალიში. [25] [26] [27] [28]
2004 წელს დაარსებული და საერთაშორისოდ აღიარებული, გარდამავალი ფედერალური მთავრობის (TFG) მხარდაჭერა სომალიში მცირდებოდა, მაგრამ შეერთებული შტატები ღიად მხარს უჭერდა 2006 წელს ეთიოპიის სამხედრო ჩარევას, რამაც ხელი შეუწყო მოგადიშოში მეტოქე ისლამური სასამართლოების კავშირის (ICU) განდევნას და გამყარებას. [29] ამ დამარცხების შემდეგ, ისლამური სასამართლოების კავშირი დაიყო რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფად. ზოგიერთი უფრო რადიკალური ფრთა, მათ შორის ალ-შაბააბი, გადაჯგუფდა, რათა გაეგრძელებინა აჯანყება გარდამავალი ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ და ეწინააღმდეგებოდნენ ეთიოპიის სამხედროების ყოფნას სომალიში. 2007 და 2008 წლებში ალ-შაბააბმა მოიპოვა სამხედრო გამარჯვებები, აიღო კონტროლი ცენტრალურ და სამხრეთ სომალის მთავარ ქალაქებსა და პორტებზე. 2008 წლის ბოლოს ჯგუფმა დაიპყრო ბაიდოა, მაგრამ არა მოგადიშო. 2009 წლის იანვრისთვის ალ-შაბააბმა აიძულა ეთიოპიის ჯარები გასულიყვნენ ქვეყნიდან, რის შედეგადაც მათ დატოვეს აფრიკის კავშირის (AU) სამშვიდობო ძალების აღჭრვილობა. [30] ალ-შაბააბი, რომელიც გამოეყო მეამბოხე ზომიერ ისლამისტებს, უარყო სამშვიდობო შეთანხმება და განაგრძო ტერიტორიების დაკავება. მას შეუერთდა ჰიზბულ ისლამი, რომელიც არის ოთხი ისლამისტური ჯგუფის გაერთიანება, მათ შორის სომალის განთავისუფლების ალიანსი - ასმერას ფრაქცია.[31] [32] [33]
2009 წლის 31 იანვარს გარდამავალი ფედერალური მთავრობის პრეზიდენტად აირჩიეს შეიხი აჰმედი.[34] ალ-შაბააბის რადიკალმა ისლამისტებმა დაადანაშაულეს გარდამავალი ფედერალური მთავრობის ახალი პრეზიდენტი სეკულარული გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და განაგრძეს სამოქალაქო ომი მას შემდეგ, რაც ის მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლეში 2009 წლის თებერვლის დასაწყისში ჩავიდა. [35]
ალ-შაბააბმა პირობა დადო, რომ შეებრძოლებოდა მთავრობას. [36] [37] გარდამავალი ფედერალური მთავრობის ახალი პრეზიდენტი შარიფ შეიხ აჰმედი პირველად ჩავიდა მოგადიშოში პრეზიდენტის სტატუსით 2009 წლის 7 თებერვალს. ალ-შაბააბმა და სხვა რადიკალმა ისლამისტებმა რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყეს სროლა მისი მისამართით.[38]
8 თებერვალს სამხრეთ მოგადიშოში მძიმე ბრძოლები დაიწყო. ალ-შაბააბის ლიდერი შეიხ მუხტარ რობოუ (აბუ მანსური) შეხვდა შარიფ აჰმედს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მოგადიშოში ვიზიტის დროს. ამ მოლაპარაკებების დროს შარიფ აჰმედმა თქვა, რომ ის მზად იქნებოდა შარიათის კანონის აღესრულებინა სომალიში, რაც რადიკალური ჯგუფების მთავარი მოთხოვნა იყო. [39] თუმცა, შეიხ მუხტარ რობოუმ, ალ-შააბაბის ყოფილმა წარმომადგენელმა, უარი თქვა შარიფ აჰმედთან მოლაპარაკებებზე და პირობა დადო, რომ გააგრძელებდა ბრძოლას შარიათის კანონის შესაბამისად მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე. [40] შეიხ მუხტარ რობოუმ გააფრთხილა ნიგერია, არ გაეგზავნა სამშვიდობოები სომალიში, რადგან ალ-შაბააბს განიხილავდა საფრთხედ. [41] ორი დღის შემდეგ ალ-შაბააბმა დაიწყო შეტევა ბაკულის პროვინციის დასაპყრობად. სამთავრობო მოხელეები, რომლებიც განდევნილი იყვნენ ბაიდოადან, აგროვებდნენ ჯარებს ქალაქ ჰუდურში (ქსუდური) და გეგმავდნენ დიდ შეტევას ბაიდოას ხელახლა აღებისთვის. ისლამისტური ძალები თავს დაესხნენ პროვინციას და მიაღწიეს დედაქალაქს, სადაც დაიწყეს ბრძოლა სამთავრობო ძალების წინააღმდეგ. [42] [43] ბრძოლები ასევე მიმდინარეობდა ვარშიხში. [44]
იმ დროს ალ-შაბაბის სპიკერმა შეიხ მუხტარ რობოუმ (აბუ მანსური) უარყო რამდენიმე მედიასაშუალების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას და ახლად არჩეულ პრეზიდენტს შარიფ აჰმედს შორის ურთიერთშეთანხმება მოხდა. 12 თებერვლის განცხადებაში მან ასევე დაამატა, რომ არ აპირებდა პრეზიდენტთან მოლაპააკებად და რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას უცხოური ჯარების წინააღმდეგ. ალ-შაბააბმა ახალი მთავრობის წინააღმდეგ ომის პირობაც დადო. 22 თებერვალს, ორმაგი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შემდეგ დაიწყო ბრძოლა, რომელიც გაგრძელდა ორი დღის განმავლობაში და დაიღუპა 87 ადამიანი, მათ შორის: 48 მშვიდობიანი მოქალაქე, 15 მეამბოხე და 6 პოლიციელი. პარალელურად, როცა მოგადიშოში მძვინვარებდა ბრძოლები, ალ-შაბააბის ძალებმა აიღეს ქალაქი ჰუდორი, ჩრდილო-დასავლეთით, ბრძოლაში დაიღუპა კიდევ 20 ადამიანი: ჯარისკაცი, 6 მეამბოხე და 4 მშვიდობიანი მოქალაქე. 28 თებერვალს ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტას გარდამავალ ფედერალურ მთავრობასთან . თუმცა, 1 მარტისთვის ცხადი იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი შარიფ აჰმედი დათანხმდა წინადადებებს ზავის შესახებ და შესთავაზა დათანხმებოდა შარიათის კანონის შესრულებას, მაგრამ უარი თქვა ჯარების გადაყვანაზე სამოქალაქო ტერიტორიებიდან. ალ-შაბააბმა 6 მაისს გამოაცხადა, რომ გააგრძელებდა ომს იმ შემთხვევაშიც კი, თუ სომალის აფრიკული კავშირის მისია არ დატოვებდა ქვეყანას. ბრძოლები გაგრძელდა მოგადიშოსა და სომალის ცენტრალურ ნაწილში 2009-2010 წლების განმავლობაში ალ-შაბააბის უპირატესობით.
ალ-შაბააბი 2009 წლის ივლისში აკონტროლებდა სომალის მთავრობის მიწების დაახლოებით ნახევარს. მოკავშირეების დახმარებით, სამთავრობო ძალებმა ნელ-ნელა დაიწყეს ტერიტორიების დაბრუნება სხვადასხვა სამხედრო ოპერაციების გზით. 2011 წლის 20 თებერვლის შეტევას ვაფულა ვამუნიინიმ უწოდა „გაშანდიგას ბრძოლა“. [45] სომალის აფრიკული კავშირის მისიის ჯარებმა გაანადგურეს ალ-შაბააბის თხრილების დიდი კომპლექსი, მოკლეს ალ-შაბააბის ექვსი მეთაური მოგადიშოში. [46] თებერვლის ბოლოს, არეულობამ კვლავ გადაინაცვლა მოგადიშოში ერთი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმისა და ძლიერი დაბომბვის სახით, როდესაც ალ-შაბააბის მებრძოლები ცდილობდნენ დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას. [47] [48] [49]
2010-11 წლებში მოგადიშოს ბრძოლა დაიწყო, როდესაც ალ-შაბააბის მებრძოლებმა დაიწყეს შეტევა ქალაქის დასაპყრობად. ბრძოლა მალევე წარიმართა სამთავრობო ძალების სასარგებლოდ, რომლებმაც შეძლეს მებრძოლთა ჯგუფის განდევნა 2011 წლის 11 ოქტომბრისთვის [50] . ქალაქი სრულად აიღეს 2012 წლის 7 სექტემბერს გარდამავალი ფედერალური მთავრობის ჯარებმა. ქალაქში თვითმკვლელ ტერორისტთა აფეთქებები გაგრძელდა 2020 წლამდე. [51]
2016 წლის 15 იანვარს ალ შაბააბმა შეუტია კენიის მიერ მართულსომალის აფრიკული კავშირის მისიის ბაზას ელ-ადიში, სომალი. მათ გადალახეს კომპლექსი და დაიღუპა დაახლოებით 60 ჯარისკაცი. შემდეგ ალ შაბააბმა დაიბრუნა მნიშვნელოვანი ქალაქი მარკა, 45 კმ დედაქალაქიდან . [52]
2017 წლის მარტის ბოლოს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს აფრიკულ სამხედრო ოლქს მეტი თავისუფლება მინიჭა კონტრტერორისტულ ოპერაციებში.
Military.com იტყობინება, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, რომ ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა განახორციელა ორი საჰაერო თავდასხმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სომალიში, გამოიყენეს მინიმუმ ექვსი რაკეტა. დარტყმები განხორციელდა სომალის მთავრობასთან კოორდინაციით; ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სომალიში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. [53] ამის შემდეგ პერიოდულად ახორციელებდა აშშ თავდასხმებს ალ-შაბააბისა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ.
2019 წლისთვის შეერთებული შტატები აქტიურად იყო ჩართული ომში, საჰაერო დარტყმების გამოყენებით. [54]
12 ივლისს, ქვემო ჯუბაში, კისმაიოში, ავტომობილის და ცეცხლსასროლი იარაღის აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი, მათ შორის ორი ცნობილი ჟურნალისტი და ცხრა უცხოელი. 22 ივლისს მოგადიშოში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა. 24 ივლისს, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა მოგადიშოს მერის ოფისში, რის შედეგადაც მთავრობის ექვსი წარმომადგენელი დაიღუპა. მერი აბდირაჰმან აბდი ოსმანი გადაიყვანეს დოჰაში, კატარის საავადმყოფოში, მაგრამ 1 აგვისტოს დაიღუპა. [55] [56]
26 აგვისტოს სომალის არმიამ ალ-შაბააბიდან ბურვერინი დაიპყრო. [57]
28 დეკემბერს, ალ-შაბააბის თვითმკვლელმა ტერორისტმა მოგადიშოში პოლიციის საგუშაგოსთან თავი აიფეთქა და 85 ადამიანი დაიღუპა.
5 იანვარს ალ-შაბაბის ბოევიკებმა თავს დაესხნენ სამხედრო ბაზის კემპ სიმბას საჰაერო ზოლს, რომელსაც აშშ და კენიელი ძალები იყენებდნენ. დაიღუპა ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ორი კონტრაქტორი; სროლის შედეგად დაიჭრა ორი ამერიკელი სამხედრო, ასევე დაიღუპა ოთხი მებრძოლი. [58]
19 მარტს სომალის არმიამ აშშ-ს სამხედროების მხარდაჭერით ალ-შაბააბის მიერკონტროლირებადი აიღო ქალაქი ჯამალე.
31 მაისს სომალელმა სამხედროებმა დახვრიტეს დაახლოებით 18 ალ-შაბააბის მებრძოლი და რამდენიმე დაჭრეს სამხრეთ ქვემო შაბელეს რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს.
7 თებერვალს გზისპირა ბომბი აფეთქდა დუშმარებში, გალგუდუდში, რის შედეგადაც დაიღუპა 12 აგენტი, რომლებიც მუშაობდნენ ეროვნული დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოში. დაღუპულთა შორის იყო სადაზვერვო სააგენტოს ადგილობრივი ხელმძღვანელი აბდირაშიდ აბდუნური. [59]
12 იანვარს, ალ-შაბააბმა აიღო პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა მოგადიშუს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, დაწესებულებაში, სადაც მდებარეობს შეერთებული შტატების საელჩო და სხვა დიპლომატიური ოფისები. ჯგუფმა რადიომიმართვის საშუალებით განაცხადა, რომ დაბომბვის სამიზნე იყო „თეთრკანიანი ოფიციალური პირების“ კოლონა.
16 იანვარს სომალის არმიამ ალ-შაბააბისგან გაათავისუფლა ჰარარდერი და გალკადი.