მდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
---|---|
აშენდა | 2009-2014 წწ |
გაიხსნა | 2014 წ |
არქიტექტორი | Broadway Malyan |
ტევადობა | 5 000 -9 000 |
ტანვარჯიშის ეროვნული არენა (აზერ. Milli Gimnastika Arenası) — არენა ჰეიდარ ალიევის გამზირზე, ბაქოში. არენა გათვლილია 9 000 ადგილზე[1].
ეროვნული ტანვარჯიშის არენა მდებარეობს 24 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე. მას 2009 წელს საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. 2014 წლიდან არენა აქტიურად ფუნქციონირებს. შენობის დეველოპერია PASHA Construction LLC, ხოლო არქიტექტორი Broadway Malyan. სამშენებლო პროექტის დირექტორი ფილ ბენსონია[2]. ტანვარჯიშის არენის გარდა შენობა განკუთვნილია სხვა შეჯიბრებების ჩასატარებლად, ასევე კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების. მომავალში იგეგემება არენის ადგილების გაზრდა, რომელიც 9600-მდე ავა[3].
შენობა ხუთსართულიანია[4]. კომპლექსს აქვს ორი დამხმარე ნაგებობა, ასევე სასადილო ოთახი და კვების პროდუქტების გადამამუშავებელი ერთეული, რომელზეც VIP ლოჟები მდებარეობს. ასევე ტანვარჯიშის არენაზე არის ოთახები მედიის წარმომადგენლებისთვის[2]. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს სასტუმროს[3]. სამხრეთ ნაწილში არის საჰაერო გუმბათი, რომელიც განკუთვნილია ვარჯიშისთვის. დარბაზის საერთო ფართია 6000 კვ.მ[5].
2014 — აზერბაიჯანის მხატვრული ტანვარჯიშის 21-ე ჩემპიონატი[6]
2014 — ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში[4]
2014 — ტაეკვანდოს მსოფლიო ჩემპიონატი[7]
2015 — აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატი ტანვარჯიშის დისციპლინებში[8]
2015 — პირველი ევროპული თამაშის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრებები მხატვრულ და სპორტულ ტანვარჯიშში
2017 — ბატუტზე ხტომის ახალი ოლიმპიური ციკლის პირველი მსოფლიო თასი[9]
2017 — მსოფლიო ჩემპიონატი მამაკაცთა და ქალთა ატლეტური ტანვარჯიშის FIG სერიაში[10]
2017 — ისლამური სოლიდარობის თამაშების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრებები მხატვრულ და ათლეტურ ტანვარჯიშში
2018 — ევროპის ბატუტზე, მინი ბატუტზე ხტომის 26-ე ჩემპიონატი[11]
2018 — ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი[12].