ფრანც ქსავერ ფონ ვულფენი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 ნოემბერი, 1728[1] [2] |
დაბ. ადგილი | ბელგრადი |
გარდ. თარიღი | 16 მარტი, 1805[1] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | კლაგენფურტი |
მოქალაქეობა | საღვთო რომის იმპერია |
საქმიანობა | ბოტანიკოსი[1] [2] , ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ზოოლოგი, მიკოლოგი და მინერალოგი |
მუშაობის ადგილი | ტერეზიანის სამხედრო აკადემია |
ხელმოწერა | |
ფრანც ქსავერ ფონ ვულფენი (გერმ. Franz Xaver von Wulfen; დ. 5 ნოემბერი, 1728 — გ. 16 მარტი, 1805) — ავსტრიელი იეზუიტი, მღვდელი,[3] ბოტანიკოსი, მინერალოგი და ზოოლოგი. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
ცნობილი გახდა მცენარის, Wulfenia carinthiaca-ისა და მისი სახელობის მინერალის, ვულფენიტის აღმოჩენით. ვულფენის სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Wulfen.
დაიბადა 1728 წლის 5 ნოემბერს ბელგრადში, ფელდმარშალ-ლეიტენანტის კრისტიან ფრიდრიხ ფონ ვულფენის ოჯახში.[4]
სწავლის დამთავრების შემდეგ, 1745 წელს შეუერთდა იეზუიტთა ორდენს. იგი ეუფლებოდა ფილოსოფიას, მათემატიკასა და თეოლოგიას. 1755 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ევროპის რამდენიმე ქალაქში (გორიცია, ვენა და ლუბლიანა).
იეზუიტთა ორდენის დაშლის შემდეგ, 1773 წლიდან ვულფენი სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული. თვალსაჩინოა მისი წვლილი ბოტანიკასა და მინერალოგიაში. 1797 წელს მისი კოლექციის უდიდესი ნაწილი ფრანგი ოკუპანტების მიერ იქნა გაძარცვული.
ვულფენი იყო შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ასევე ბერლინის ერლანგენის, იენის, გეტინგენის, კლაგენფურტის და სტოკჰოლმის სამეცნიერო საზოგადოებებისა და მეცნიერებათა აკადემიების წევრი.
ვულფენის კვლევის ძირითად საგანს აღმოსავლეთის ალპების ფლორა წარმოადგენდა. მან აღწერა რამდენიმე ახალი სახეობის მცენარე, როგორც ყვავილოვანი, ასევე კრიპტოგამები, განსაკუთრებით კი — ლიქენები. იგი ხშირად მოგზაურობდა ადრიატიკის გარშემო, ასევე ხშირად სტუმრობდა ნიდერლანდებს.
რაც შეეხება მის წვლილს მინერალოგიაში, ვულფენის მიერ აღმოჩენილ ყვითელი ტყვიის მადანს მის პატივსაცემად ვულფენიტი ეწოდა.[5][6]
ვულფენის მიერ პირველად აღწერილი ალპური მცენარეები:
ადრიატიკის წყალმცენარეები: