ქეთრინ გოტანი-ჰარა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 აპრილი, 1974[1] (50 წლის) |
მოქალაქეობა | მალავი |
განათლება | მალავის უნივერსიტეტი, კამუზუს აკადემია და ბრაიტონის უნივერსიტეტი |
ქეთრინ გოტანი-ჰარა (ინგლ. Catherine Gotani Hara) — მალავის პოლიტიკური მოღვაწე, კონგრესის პარტიის წევრი. მალავის ეროვნული ასამბლეის სპიკერი 2019 წლის 19 ივნისიდან. პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე.[2]
2009 წელს საპარლამენტო არჩევნების დროს აირჩიეს ეროვნული ასამბლეის წევრად მზიმბის რაიონიდან.[3] ასევე პარლამენტის წევრი გახდა 2019 წლის არჩევნების შედეგად.[2]
მუშაობდა სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე. 2009-2011 წლებში ეკავა გენდერული თანასწორობის, ბავშვთა საქმეებისა და საზოგადოების განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა.[4] 2011-2012 წლებში იყო ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი სამუშაოს მინისტრის მოადგილე.[5] 2013-2014 წლებში ეკავა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობა ჯოისე ბანდას მთავრობაში.[2][6]
2019 წლის 19 ივნისს 97 ხმით, აირჩიეს მალავის ეროვნული ასამბლეის პირველ ქალ სპიკერად.[7] მისი კონკურენტი იყო ესთერ ჩილენჯე, რომელმაც მიიღო 93 ხმა.[8][9]