ქირეჩლიქი (არჰავის რაიონი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქირეჩლიქი .
სოფელი
ქირეჩლიქი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი არჰავი
კოორდინატები 41°15′00″ ჩ. გ. 41°22′00″ ა. გ. / 41.25000° ჩ. გ. 41.36667° ა. გ. / 41.25000; 41.36667
ადრეული სახელები ბაჰთა
მოსახლეობა 123 (31 დეკემბერი, 2021)[1] [2]
სასაათო სარტყელი UTC+3 და თურქეთის დრო
საფოსტო ინდექსი 08200
ქირეჩლიქი (არჰავის რაიონი) — თურქეთი
ქირეჩლიქი (არჰავის რაიონი)

ქირეჩლიქი (თურქ. Kireçlik) — სოფელი არჰავის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 96 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ არჰავიდან 10 კილომეტრში[3]. 2020 წლის მონაცემებით სოფელში 141 ადამიანი ცხოვრობს[4].

სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა ბაჰთა.[5]

სოფელ ქირეჩლიქის ძველი სახელწოდებაა ბახტა.[6][7] ლაზური ტოპონიმი ბახტა (ბახტა) თურქულში უცვლელად შევიდა. მართლაც, 1876 წლის არჰავის მოსახლეობის რეესტრსა და 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში იგი მოხსენიებულია როგორც ბახტა (باخته).[8][9]

სოფელ ბახტას მდებარე რეგიონი ლაზეთი ანტიკურ პერიოდში კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. ოსმალებმა, ტრაპიზონის იმპერიის განადგურების შემდეგ 1461 წელს, 1547 წელს ეს რეგიონიც სრულად დაიპყრეს.[10] 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულის თანახმად, ეს დასახლება ტრაპიზონის პროვინციის ლაზისტანის სანჯაყის არჰავის რაიონს ეკუთვნოდა. მოსახლეობა შედგებოდა 48 ოჯახისგან, სულ 117 პირისგან. თუმცა, შესაძლოა ეს რიცხვი მხოლოდ მამაკაცების რაოდენობას ასახავდეს. სოფელში დასაბეგრი პირუტყვის რაოდენობად აღრიცხულია 11 ცხვარი და თხა, 3 ცხენი, 182 ძროხა და 4 ხარი.[11]

სოფელი ბახტა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში რუსეთის მმართველობის საზღვრებში მოექცა. ქართველი ენათმეცნიერი იოსებ ყიფშიძე 1917 წელს ლაზისტანის რეგიონში ჩატარებული კვლევითი ექსპედიციის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ სოფელ ბახტაში (Бахта), 9 ოჯახში 33 ადამიანი ცხოვრობდა.[12]

სოფელი ბახტა 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაშიც ბახტად (باخته) იწერება და რიზეს პროვინციის ჰოპას რაიონის არჰავის თემს ეკუთვნოდა.[13] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს კი იგი ჩორუჰის პროვინციაში იმავე ადმინისტრაციულ მდგომარეობას ინარჩუნებდა და მისი მოსახლეობა 254 ადამიანისგან შედგებოდა. ამ დროისთვის ჩორუჰის პროვინციამ ჩაანაცვლა არტვინისა და რიზეს პროვინციები.[14] ვინაიდან ბახტა არ იყო თურქული სახელწოდება, სოფლის სახელი 1959 წელს შეიცვალა ქირეჩლიქად.[15] 1965 წლის საყოველთაო აღწერის დროს სოფელი ქირეჩლიქის მოსახლეობა 352 ადამიანისგან შედგებოდა, რომელთაგან 189 ადამიანი წერა-კითხვის მცოდნე იყო.[16]

სოფელ ქირეჩლიქში არის 1880 წელს აშენებული მეჩეთი.[17]

  1. https://data.tuik.gov.tr/Bulten/Index?p=Adrese-Dayali-Nufus-Kayit-Sistemi-Sonuclari-2021-45500
  2. https://www.e-icisleri.gov.tr/Anasayfa/MulkiIdariBolumleri.aspx
  3. Kireçlik Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  4. Artvin Arhavi Kireçlik Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  5. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2013, s. 214, ISBN 978-605-5708-85-6.
  6. İoseb Kipşidze, „Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), „მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 155.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 22 Haziran 2024.
  7. İrfan Aleksiva - İsmail Bucaklişi, „Svacoxo - Laz Yer Adları Sözlüğü, İstanbul, 2009, s. 24, ISBN 978-605-89094-0-3
  8. [1835 "1165 no.lu Arhavi Nüfus Defteri"].
  9. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 368, ISBN 9789157871117.
  10. „კოლხური (მეგრულ-ლაზური) ენა", (Hazırlayanlar) Rusudan Amirecibi-Mullen (editör), Nana Danelia, İnga Gundua, Tiflis, 2006, s. 22. დაარქივებული 2024-06-19 საიტზე Wayback Machine. ISBN 99940-61-43-7
  11. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 367, ISBN 9789157871117.
  12. İoseb Kipşidze, „Çaneti'de Yolculuk" (ჭანეთში მოგზაურება), მოამბე / Bulletin, I. Cilt, Tiflis 1937, s. 167.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Mayıs 2024. ციტირების თარიღი: 22 Haziran 2024.
  13. „Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 621.
  14. „1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 40.
  15. „Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 364.
  16. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 87.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 22 Haziran 2024.
  17. Kırsal Alanların Turizm Potansiyelinin Belirlenmesi – Artvin İli Arhavi İlçesi Örneği. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 Mart 2022. ციტირების თარიღი: 24 Mart 2022.