შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის მე-13 თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა29 დეკემბერი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიკახა კუჭავა

დაბადებული26 იანვარი, 1976 (1976-01-26) (48 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ზაარლანდის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხისამართლის დოქტორი
წოდებაპროფესორი
პროფესიაიურისტი, ადვოკატი, პოლიტიკოსი

შალვა პაპუაშვილი (დ. 26 იანვარი, 1976, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2021 წლის 29 დეკემბრიდან.[1]

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1996-1998 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრის თანაშემწე. 1998-1999 წლებში სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. 2000-2001 წლებში იყო საადვოკატო ბიურო „Heimes&Muller“-ის ადვოკატის თანაშემწე. 2000-2002 წლებში სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში. 2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი. 2005-2006 წლებში – სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში. 2007-2015 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი. 2012-2015 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2015 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2015-2017 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე. 2017-2020 წლებში იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] 2021 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავას გადადგომის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე აირჩიეს ახალ თავმჯდომარედ. მის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.[1]

2022 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პაპუაშვილმა 18 საგარეო ვიზიტი განახორციელა და 37 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეებს შეხვდა. [3]

მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.[4]

2024 წლის არჩევნებისთვის პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომრად წარადგინეს. [5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 ცქიფურიშვილი, ნათია (29 დეკემბერი, 2021). „პარლამენტმა შალვა პაპუაშვილი თავმჯდომარედ აირჩია“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 29 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.
  3. საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-24. ციტირების თარიღი: 2023-08-24.
  4. სია: ვინ დაუჭირა „აგენტების კანონს“ მხარი პირველი მოსმენით.
  5. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა