ტურიზმი ჩრდილოეთ მაკედონიაში ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი სექტორია. ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების სიუხვე მაკედონიას ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველს ხდის.
ყოველწლიურად, ჩრდილოეთ მაკედონია საშუალოდ 700 000 ტურისტს იღებს.[1]
ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვის მუდმივი მატების ტენდენცია შეიმჩნევა. 2008 წლის იანვარ-მარტში, შიდა ტურისტების რიცხვი 23,5%-ით გაიზარდა წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამევე დროს, 2008 წელს, უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 2007 წელთან შედარებით 44,7%-ით გაიზარდა.[2] 2007 წელს, ოჰრიდის ტბამ სულ 250 000 ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მიიღო.[3]
2009 წლის თებერვალში, ჩრდილოეთ მაკედონიას 28 000 ტურისტი ეწვია, წინა წლის იგივე თვის მაჩვენებელზე 3,2%-ით მეტი. ამავე წელს, უცხოელ ტურისტთა რიცხვი 8%-ით გაიზარდა.[4]
2009 წლის ზაფხული საუკეთესო სეზონი აღმოჩნდა ქალაქ დოირანისთვის, რომელმაც წინა წლის მაჩვენებელი 12,5%-ით გააუმჯობესა და 135 000 ვიზიტორი მიიღო.[5]
2010 წლის მაისში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ტურისტთა ოდენობამ 0,8%-ით მოიმატა, 2011 წლის პირველ ნახევარში კი 25%-ით.[6]
2012 წლის პირველ ოთხ თვეში, ჩრდილოეთ მაკედონიაში ტურისტთა რაოდენობამ 130 083-ს მიაღწია, რითაც წინა წლის მაჩვენებელი 4,6%-ით გაიზარდა.[7]
ჩრდილოეთ მაკედონიის ყველაზე პოპილარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა:
ქვეყანაში შექმნილია სამი ეროვნული პარკი და 33 ბუნების ნაკრძალი, რომლებიც ტურისტებს შორის ასევე პოპულარულია.
|
|