ჭეშმარიტების მახვილი Sword of Truth | |
---|---|
![]() კომპლექტის გარეკანი | |
წიგნები | |
ავტორი | ტერი გუდკაინდი |
ქვეყანა | შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი |
Tor Books(აშშ) Gollancz (წიგ. 1-7) (UK) Voyager Books (წიგ. 8-11) (UK) AST (რუსეთი) |
პირველი გამოცემა | 1994 |
„ჭეშმარიტების მახვილი“ (ინგლ. Sword of Truth) — ლიტერატურული ნაწარმოებების სერია ფენტეზის ჟანრში. დაწერილია ამერიკელი მწერლის ტერი გუდკაინდის მიერ.
სამყაროს შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია. პირველი ჩანაწერები განახორციელეს საბრძოლო ჯადოსნებმა (მაგები, რომლებიც ფლობენ მაგიის ორივე მხარეს) ჯერ კიდევ იმ ომამდე, რომელმაც ახალი და ანტიკური მსოფლიოები გაყო. ეს ჩანაწერები იმდენად ძველია, რომ მათი გაშიფრვა საკმაოდ რთულია, რადგან ჩანაწერებს აწარმოებდნენ ძველ-დაჰარულ ენაზე, რომელიც ამჟამად მხოლოდ ერთეულებმა იციან. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დიდი ომი, რომლის შედეგადაც ახალი და ანტიკური მსოფლიოები გაიყო.
დიდი ომის დროს სამყარო შეიცვალა, რომლის შედეგადაც შემდგომი პერიოდის ჯადოქრებმა დაკარგეს გამოკლების მაგია. ამ მაგიის გამოყენება შეეძლო მხოლოდ იმას, ვინც ერთგულება შეჰფიცა ქვესკნელის მფლობელს, რომელიც იძლეოდა მას იმისთვის, რომ მათ მისი დავალებები შეესრულებინათ და შეეწირათ უმანკო ბავშვების სულები. გამოკლების მაგიის შესახებ მრავალი ცნობა დაცული იყო ქარების ტაძარში, რომელიც ცოცხლებისა და მკვდრების მსოფლიოების საზღვარზე მდებარეობდა. ომის შემდეგ სამი ათასი წლის შემდეგ დაიბადა მხოლოდ ერთი სამბრძოლო ჯადოსანი, რომლის გაჩენაც ჯერ კიდევ დიდი ომის პერიოდში იყო ნაწინასწარმეტყველები.
ტერი გუდკაინდის ნაწარმოებებში სამყარო მოიცავს ახალ და ანტიკურ მსოფლიოს, რომლებიც ჯადოქრების დიდი ომის დროს გაიყო.
ახალი მსოფლიო წარმოადგენს ხმელეთის ნაწილს, რომელსაც სამხრეთით ესაზღვრება ზღვა, აღმოსავლეთით და დასავლეთით კი - მთები. ჩრდილოეთით მდებარეობს ანტიკური სამყარო.
ახალი სამყარო შედგება სამი მსხვილი რეგიონისგან, რომლებსაც ერთმანეთისგან მაგიური საზღვრები ჰყოფს: დასავლეთით არის ნაკლებად დასახლებული ვესტლანდია, რომელშიც არ არის მაგია; აღმოსავლეთით დაჰარა; ცენტრალურ ნაწილს იკავებს შუამიწეთი, რომელიც მრავალი მცირე თუ დიდი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს რაღაც ფედერაციის მსგავსს.
ვესტლანდია — ქვეყანა, ახალი სამყაროს დასავლეთ ნაწილში. გარკვეული დროის განმავლობაში ის მაგიური საზღვრით გამოყოფილი იყო შუამიწეთისა და დაჰარისგან. ვესტლანდიაში დაიბადა და გაიზარდა წიგნის მთავარი გმირი - რიჩარდ რალი.
ვესტლანდიის ტერიტორია ძირითადად ტყეებითაა დაფარული და შუამიწეთთან შედარებით ნაკლებადაა ურბანიზებული. ვესტლანდიას მართავს საბჭო, რომელსაც სათავეში უდგას პირველი მრჩეველი. ვესტლანდიის მთავარი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მის ტერიტორიაზე არ არის მაგია.
ჰარტლენდი — ვესტლანდიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი, ამავდროულად საზღვართან უახლოესიც. ქალაქი განლაგებულია ჰარტლენდის ველზე, ჰარტლენდის ტყის მახლობლად. ის ვესტლანდიის სამმართველო რეზიდენციაა. მაიკლ საიფერი, ჰარტლენდის ყოფილი მრჩეველი, ჯადოქრის პირველ წესში განვითარებულ მოვლენებამდე ხდება ვესტლანდიის პირველი მრჩეველი.
დაჰარა — უზარმაზარი ქვეყანა შუამიწეთის აღმოსავლეთით. პანიზ რალმა, დარკენ რალის მამამ და რიჩარდ რალის ბაბუამ, გაანადგურა მეზობლები და თანამედროვე დაჰარა ჩამოაყალიბა. დაჰარას მართავს რალების საგვარეულო.
2008 წლის 1 ნოემბერს გაიმართა სერიალის „ლეგენდა მაძიებელზე“ პრემიერა (ინგ. Legend of the Seeker). გადაღებულია ნაწარმოებების წიკლ „ჭეშმარიტების მახვილის“ მოტივზე, კომპანია ABC-ს მიერ. სეზონი შედგებოდა 22 სერიისგან, რომელთა შემცველობად რადიკალურად განსხვავდებოდა წიგნის სიუჟეტისგან. 2009 წლის ნოემბერში გამოვიდა მეორე სეზონი, რომელიც ასევე 22 სერიისგან შედგებოდა.
|