ხოაკინ მოსკერა | |
---|---|
Joaquín Mosquera | |
კოლუმბიის მე-2 პრეზიდენტი | |
მმართ. დასაწყისი: | 4 მაისი 1830 |
მმართ. დასასრული: | 4 სექტემბერი 1830 |
წინამორბედი: | სიმონ ბოლივარი |
მემკვიდრე: | რაფაელ ურდანეტა |
კოლუმბიის პრეზიდენტი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 მაისი 1831 |
მმართ. დასასრული: | 23 ნოემბერი 1831 |
წინამორბედი: | რაფაელ ურდანეტა |
მემკვიდრე: | დომინგო კაისედო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 დეკემბერი 1787 |
დაბ. ადგილი: | პოპაიანი |
გარდ. თარიღი: | 4 აპრილი 1878 |
გარდ. ადგილი: | პოპაიანი, კოლუმბია |
მეუღლე: | მარია ხოსეფა მოსკერო ურტადო |
მამა: | ხოსე მარია მოსკერა ი ფიგეროა |
დედა: | მარია მანუელა არბოლედა-სალასარი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხოაკინ მარიანო დე მოსკერა-ფიგეროა ი არბოლედა-სალასარი (ესპ. Joaquín Mariano de Mosquera-Figueroa y Arboleda-Salazar; დ. 14 დეკემბერი, 1787 — გ. 4 აპრილი, 1878) — სამხრეთამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე. კოლუმბიის შეერთებული შტატების მეოთხე პრეზიდენტის, ტომას სიპრიანო დე მოსკერას უფროსი ძმა.
ხოაკინ დე მოსკერა დაიბადა 1787 წელს პოპაიანში, ახალი გრანადის ვიცე-სამეფოში. მისი მშობლები იყვნენ ხოსე მარია მოსკერა ი ფიგეროა და მარია მანუელა არბოლედა-სალასარი. ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში შეიყვანეს სკოლაში, შემდეგ დაამთავრა კაუკის უნივერსიტეტი და 1805 წლიდან ადვოკატად მუშაობა დაიწყო. 1810 წელს მონაწილეობა მიიღო კოლუმბის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში და შევიდა არმიაში, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ოპერაციებში, მიაღწია კაპიტნის წოდებამდე.
1830 წლის 1 აპრილს დიდი კოლუმბიის პრეზიდენტმა, სიმონ ბოლივარმა დატოვა ბოგოტა მკურნალობის მიზნით. შემდეგ ბოლივარმა განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ და 4 მაისს კონგრესმა ახალ პრეზიდენტად ხოაკინ მოსკერა აირჩია, ხოლო მის ბოგოტაში ჩამოსვლამდე (13 ივნისამდე) მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დომინგო კაისედო ასრულებდა. მოსკერას ავადმყოფობის გამო, 2 აგვისტოდან პრეზიდენტის მოვალეობას კვლავ კაისედო ასრულებდა. მალე ბოგოტაში აჯანყდა ვენესუელის ბატალიონი და ხელისუფლებაში გენერალი რაფაელ ურდანეტა მოვიდა. მოსკერა და კაისედო იძულებული გახდნენ ბოგოტა დაეტოვებინათ. თუმცა კოლუმბიელმა გენერლებმა მხარი არ დაუჭირეს ურდანეტას და ის იძულებული გახდა მოლაპარაკებაზე წასულიყო, რის მიხედვითაც მან აღიარა მასკერო კოლუმბიის პრეზიდენტად, ხოლო კაისედო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად.
1851 წლის 15 ნოემბერს ქვეყნის ფაქტობრივი დაშლის გამო მოწვეულ იქნა კონსტიტუციური ასამბლეა, რომელმაც 1831 წლის 23 ნოემბრიდან შექმნა დროებითი მთავრობა და ვიცე-პრეზიდენტად აირჩია გენერალი ხოსე მარია ობანდო (პრეზიდენტის არყოფნის გამო, იგი ამავე დროს გახდა მისი მოვალეობის შემსრულებელიც).