ქალაქი | |
---|---|
ხოველიანოსი Jovellanos | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | მატანსასი |
კოორდინატები | 22°48′38″ ჩ. გ. 81°11′53″ დ. გ. / 22.81056° ჩ. გ. 81.19806° დ. გ. |
დაარსდა | 1842 |
ფართობი | 505 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 45 მ |
მოსახლეობა | 58,685 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 116.2 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | 45 |
ხოველიანოსი (ესპ. Jovellanos) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, მატანსასის პროვინციაში. დაარსდა 1842 წელს როგორც კორალ-დე-ლა-ბემბა. ქალაქმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1870 წელს, ესპანელი მწერლის გასპარ ხოველიანოსის პატივსაცემად. იმავე წელსვე მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ხოველიანოსს ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს „ბემბას“, რაც ნიშნავს დაახლოებით „დიდ ტუჩებს“.
მუნიციპალიტეტის ფართობია 505 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 58,685 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვეა 116.2 ადამიანი კმ²-ზე.
|