ჯონ ჰაუარდ ლოსონი

ჯონ ჰაუარდ ლოსონი (დ. 25 სექტემბერი, 1894, ნიუ-იორკი — გ. 11 აგვისტო, 1977, სან-ფრანცისკო, კალიფორნია) — ამერიკელი დრამატურგი, ხელოვნებათმცოდნე და საზოგადო მოღვაწე. მისი პირველი პიესები „რადიომიმღები“ (1927), „ინტერნაციონალი“ (1927), „სამარშო სიმღერა“ (1937), ექსპერიმენტული ხასიათისაა. ლოსონს ეკუთვნის აგრეთვე პროგრესული ფილმების სცენარები: „ესპანეთის გული“ (1937), „ბლოკადა“ (1938), „კონტრშეტევა“ (1945), წიგნები თანამედროვე ამერიკელი კინოხელოვნების შესახებ და სხვა.