ჰამილტონის სამხატვრო გალერეა | |
---|---|
43°15′27″ ჩ. გ. 79°52′20″ დ. გ. / 43.25750° ჩ. გ. 79.87222° დ. გ. | |
დაარსდა | 1914 |
ქვეყანა | კანადა |
მდებარეობა | ონტარიო და ჰამილტონი |
სტატუსი | სამხატვრო მუზეუმი |
დირექტორი | ტობი ბრიუსი[1] |
ოფიციალური საიტი | http://www.artgalleryofhamilton.com/ |
ჰამილტონის სამხატვრო გალერეა — ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ჰამილტონში, ონტარიოში, კანადაში. მუზეუმს უკავია 7,000 კვადრატული მეტრის შენობა King Street West– ში, ჰამილტონის ცენტრში. დიზაინი შექმნილია Trevor P. Garwood-Jones-ის მიერ. დაწესებულება არის სამხრეთ-დასავლეთ ონტარიოს უდიდესი და უძველესი ხელოვნების მუზეუმი.
მუზეუმი შეიქმნა როგორც ჰამილტონის მუნიციპალური გალერეა, 1914 წლის იანვარში და საზოგადოებისთვის გაიხსნა 1914 წლის ივნისში, ჰამილტონის საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში, მთავარი ქუჩის დასავლეთ მხარეს. მუზეუმი ამ ადგილას მუშაობდა 1953 წლამდე, შემდეგ კი მუზეუმი გადავიდა ახალ შენობაში, ვესტდეილის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1977 წელს მუზეუმი გადავიდა მის ამჟამინდელ King Street West–ში. მუზეუმის შენობა განახლდა ბრიუს კუვაბარას დიზაინით, 2003-2005 წლებში.
ჰამილტონის მუდმივი კოლექციის სამხატვრო გალერეაში განთავსებულია 10 000-ზე მეტი ნამუშევარი როგორც კანადის ხელოვნებიდან, ასევე მთელი მსოფლიოს ქვეყნებისგან. გარდა კოლექციის ნამუშევრების გამოფენისა, მუზეუმმა ასევე მოაწყო და უმასპინძლა არაერთი სამოგზაურო გამოფენას.
უილიამ ბლერ ბრიუსის მეუღლემ მრავალი ნამუშევარი გადასცა ქალაქ ჰამილტონს, იმ პირობით, რომ შექმნილიყო ადეკვატური ობიექტი მათ განსათავსებლად. მუზეუმი ქალაქმა, 1941 წლის 31 იანვარს, ჰამილტონის მუნიციპალურ გალერეად სცნო. დაწესებულება თავდაპირველად ფუნქციონირებდა ჰამილტონის საჯარო ბიბლიოთეკის ფილიალის მეორე სართულიდან მთავარ ქუჩაზე, ჯეიმზ სტრიტის დასავლეთით. მუზეუმი საზოგადოებისთვის გაიხსნა 1914 წლის 28 ივნისს, და მასპინძლობდა უილიამ ბლერ ბრიუსის 33 ნამუშევრის გამოფენას.
1947 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა დაწესებულების ბიუჯეტი და მუზეუმში დასაქმდა დაწესებულების პირველი კურატორ-დირექტორი, ტომას რიდ მაკდონალდი.[2] მაკდონალდი ცდილობდა რომ გაეზარდა დაწესებულების კოლექცია, ასევე გაენახლებინა ან აეშენებინა ,მუზეუმის ახალი შენობა. ამ დროის განმავლობაში, არსებობდა დამხმარე მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც მუზეუმს მხარს უჭერდა, ჯფუფი ცნობილია როგორც ქალთა მოხალისეთა კომიტეტი. კომიტეტმა ხელი შეუწყო მუზეუმს ფულადი სახსრების ძიებაში, რომელიც მუზეუმს ახალი ნამუშევრების შესყიდვაში ან კიდევ ახალი შენობის ასაშენებლად უნდა გამოეყენებინა.1953 წლის 12 დეკემბერს, მუზეუმმა გახსნა ერთსართულიანი არტ-დეკო შენობა ვესტდეილის სამეზობლოში, მაკმასტერის უნივერსიტეტის მიმდებარედ.
თუმცა, 1960-იანი წლებისთვის აშკარა გახდა, რომ მუზეუმის ნებისმიერი გაფართოება მოითხოვდა ადგილმდებარეობის შეცვლას, რადგან მუზეუმის მიმდებარედ არსებობდა რამდენიმე უნივერსიტეტის შენობა. მუზეუმმა საბოლოოდ გამოაცხადა თავისი გეგმები ჰამილტონის ცენტრში გადაადგილების შესახებ. ეს ადგილი მოიცავდა ჰამილტონის კონვენციის ცენტრს და ჰამილტონ პლეისს (მოგვიანებით დაერქვა FirstOntario საკონცერტო დარბაზი). ტრევორ გარვუდ-ჯონსს დაევალა მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება და დაწესებულება ახალ ადგილას გაიხსნა 1977 წლის ოქტომბერში 2003 წელს მუზეუმი 18 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში გარემონტდა. განახლებული მუზეუმის შენობა ხელახლა გაიხსნა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2005 წლის მაისში.
2003 წელს მუზეუმს შეატყობინეს, რომ იოჰანე კორნელიშ ვერსპრონკის მუდმივი კოლექციის ნახატი „ქალბატონის პორტრეტი“ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ იყო მოპარული.[3] სარჩელის შეტანიდან 10-წლიანი გამოძიების შემდეგ, 2014 წლის ნოემბერში ნახატი დაუბრუნა პირვანდელ მფლობელებს.[3] ნახატი შეიძინა მუზეუმმა Sotheby's– ის აუქციონზე, 1987 წელს, 58 000 დოლარად; თუმცა 2003 წლამდე არავი იცოდა იმის შესახებ, რომ ეს ნახატი მოპარული იყო, მათ შორის არც მუზეუმმა.[3]
2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მუზეუმს აქვს 10 000 -ზე მეტი ნამუშევარი მის მუდმივ კოლექციაში.[4] ასევე 2018 წლის მონაცემებით, მუზეუმის მუდმივი კოლექციის ყველა ნამუშევრის დაახლოებით 12 პროცენტი შექმნილია ქალი მხატვრების მიერ.[4] მუდმივი კოლექცია დაყოფილია სამ ნაწილად:კანადის კოლექცია, თანამედროვე ხელოვნების კოლექცია და საერთაშორისო კოლექცია.[5]
მუზეუმის კანადური კოლექციის არეალი მოიცავს ყველა კანადელის ნამუშევარს, მათ შორისაა ძველი კანადელ მხატვრების ნახატები; ამ კოლექციაში არ შედის თანამედროვე კანადელი მხატვრები, ისინი ორგანიზებულია თანამედროვე კოლექციის არეალში. 2016 წელს მუზეუმმა მიიღო 75 ინუიტური ქანდაკება, რომლებიც შექმნილია ჰამილტონის მთის სანატორიუმის ინუიტ პაციენტთა მიერ.[6] თანამედროვე კოლექცია მოიცავს ყველა თანამედროვე მხატვარს, განურჩევლად გეოგრაფიული წარმოშობისა. საერთაშორისო კოლექცია მოიცავს არაკანადელი მხატვრების, განსაკუთრებით ევროპელი მხატვრების ნამუშევრებს ბაროკოდან პოსტ-იმპრესიონიზმამდე, განსაკუთრებული აქცენტი ფრანგულ, ბრიტანულ და იტალიურ სკოლებზეა გაკეთებული.[7] საერთაშორისო კოლექციის არაერთი ნამუშევარი შემოწირულია ჯოის და ტობი ტანენბაუმის მიერ, მათ შორისაა 200 ევროპული ნამუშევარი 2002 წელს და მთელი აფრიკული კოლექცია 2010 წელს.
მუზეუმის მუდმივი კოლექცია სათავეს იღებს უილიამ ბლერ ბრიუსის არაერთი ნამუშევრებიდან, რომლებიც ქალაქ ჰამილტონს მან უანდერძა 1914 წელს.[8] 1929 წლიდან 1947 წლამდე მუზეუმის მუდმივი კოლექცია დიდად არ გაზრდილა, რადგან ნაკლები იყო იმ ადამიანების მოსურვეთა რიცხვი, რომლებსაც ინსტიტუტისთვის შემოწირულობის გაღება სურდა. 1947 წელს დაწესებულების ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.