ანტონ ანტონოვ-ოვსეენკო | |
---|---|
რუს. Антон Владимирович Антонов-Овсеенко | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 23 თებერვალი, 1920[1] |
დაბადების ადგილი | მოსკოვი |
გარდაცვალების თარიღი | 9 ივლისი, 2013 (93 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
საქმიანობა | ჟურნალისტი, ისტორიკოსი და მწერალი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() ![]() |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | Anton Antonov-Ovseyenko |
ანტონ ვლადიმერის ძე ანტონოვ-ოვსეენკო (რუს. Антон Владимирович Антонов-Овсеенко; დ. 23 თებერვალი, 1920, მოსკოვი — გ. 9 ივლისი, 2013, იქვე) — რუსი ისტორიკოსი და მწერალი.
არის ცნობილი ბოლშევიკი სამხედრო ლიდერის და დიპლომატის – ვლადიმირ ანტონოვ-ოვსეენკოს ვაჟი. იგი პირველად დაპატიმრებულ იქნა 1940 წელს, მოკლე ხნით, როგორც „ხალხის მტრის“ შვილი; მეორედ — 1941 წლის ივნისში, 1943 წლის იანვრამდე იმყოფებოდა გულაგში; მესამედ – 1943 წლის აგვისტოში, ამჯერად მან გულაგებში გაატარა პერიოდი 1953 წლამდე.
1957 წელს იქნა რეაბილიტირებული.
ანტონოვ-ოვსეენკო ცნობილი გახდა, როგორც ლავრენტი ბერიას ბიოგრაფიის ავტორი, აგრეთვე არის რამდენიმე წიგნის ავტორი.
2004 წელს ანტონოვ-ოვსეენკომ დააარსა და მოსკოვის ცენტრში ოფიციალურად გახსნა გულაგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი.