ბაადურ წულაძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
5 მარტი, 1935 ბათუმი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
13 მაისი, 2018 (83 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1954-2018 |
ბაადურ სოკრატეს ძე წულაძე (დ. 5 მარტი, 1935, ბათუმი, — გ. 13 მაისი, 2018, თბილისი) — ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1968), ბათუმის საპატიო მოქალაქე (2016).[1]
ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ალექსანდრე დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჯილდო“.
პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში „ქორწილი“. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი“, ანაპა (2005) — ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.
2018 წლის 13 მაისს ბაადურ წულაძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2]