ილია დარჩიაშვილი (დ. 21 თებერვალი, 1981, სიღნაღი) — ქართველი დიპლომატი და ეკონომისტი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის 4 აპრილიდან.[1] მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
დაიბადა 1981 წლის 21 თებერვალს სიღნაღში. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს იგივე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე, ეკონომიკის მაგისტრი; გრენობლის ბიზნესის სკოლა (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 2011 წელს.
2003-2004 წწ. მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკაში“ ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად; 2004-2006 წწ. ბანკ „რესპუბლიკის“ ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად; 2006-2012 წწ. ბანკ „რესპუბლიკის“ (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი; 2012-2014 წწ. მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015 წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016 წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 2016-2017 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, 2017-2021 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 2022 წლის 4 აპრილიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.[1]
მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურ, პოლონურ და რუსულ ენებს.
|
---|
|
| |
‡ 2021 წელს გადაკეთდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ |
|