იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 19 დეკემბერი, 1782[1] [2] |
დაბ. ადგილი | Horní Police |
გარდ. თარიღი | 1 ნოემბერი, 1843[2] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | პრაღა, ბოჰემიის სამეფო, ავსტრიის იმპერია[1] [2] |
დასაფლავებულია | ოლშანკის სასაფლაო[3] |
მოქალაქეობა | ავსტრიის იმპერია |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, ექიმი[2] , პედაგოგი, პროფესორი და მიკოლოგი[4] |
მუშაობის ადგილი | კარლის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კარლის უნივერსიტეტი |
იულიუს ვინცენც ფონ კრომბჰოლცი (გერმ. Julius Vincenz von Krombholz; დ. 19 დეკემბერი, 1782, ობერპოლიცი — გ. 2 ნოემბერი, 1843, პრაღა) — გერმანელი ექიმი და მიკოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, კარლის უნივერსიტეტის რექტორი, გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Krombh.[5]
დაიბადა 1872 წლის 19 დეკემბერს ქალაქ ობერპოლიცში, ჩეხეთში. 1803 წელს ჩაირიცხა სამედიცინო ფაკულტეტზე კარლის უნივერსიტეტში (პრაღა). 1811-1814 წლებში მუშაობდა პროზექტორად ანატომიის ინსტიტუტში. 1814 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აგრეთვე, დაინიშნა თეორიული ქირურგიის ფროფესორად. 1820 წელს გახდა კარლის უნივერსიტეტის მედიცინისა და პათოლოგიის პროფესორი. 1825-1836 წლებში მუშაობდა პრაღის სამედიცინო სასწავლებელში. 1830-იანებში, ქოლერის ეპიდემიის პერიოდში რამდენიმე ჰოსპიტალის დირექტორი იყო. 1831 წელს დაინიშნა კარლის უნივერსიტეტის რექტორად.[6] მოგვიანებით, კრომბჰოლცი მიკოლოგიით დაინტერესდა. მისი ნაშრომი Naturgetreue Abbildungen und Beschreibungen der Schwämme (გამოდიოდა 1831 წლიდან), არის პირველი ატლასი, რომელშიც აღწერილი იყო თანამედროვე ჩეხეთის სოკოები. 1838 წელს აირჩიეს გერმანიის (ლეოპოლდინა) მეცნიერებათა აკადემიის წევრად.[7]
იულიუს კრომბჰოლცი გარდაიცვალა 1843 წლის 2 ნოემბერს (სხვა ცნობებით — 1 ნოემბერს) პრაღაში. ატლასის ბოლო სამი ტომი კრომბჰოლცის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.