პარლამენტის სახლი (მალტა) | |
---|---|
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | ბრუტალიზმი |
ქვეყანა | მალტა |
ქალაქი | ვალეტა |
კოორდინატები | 35°53′46″ ჩ. გ. 14°30′35″ ა. გ. / 35.89611° ჩ. გ. 14.50972° ა. გ. |
აშენების ღირებულება | 90 მილიონი ევრო |
დაიწყო | 2011 |
დასრულდა | 2015 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სართულთა რაოდენობა | 3 |
არქიტექტორ(ებ)ი | რენცო პიანო |
სართულების რაოდება | 3 |
პარლამენტის სახლი (მალტ. Dar il-Parlament) — მალტის პარლამენტის შენობა, რომელიც მდებარეობს ვალეტაში, მალტა. შენობის შენება მიმდინარეობდა 2011 – დან 2015 წლამდე, რენცო პიანოს მიერ, ქალაქის კარიბჭის პროექტის ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავდა ახალი ქალაქის კარიბჭის მშენებლობას და სამეფო ოპერის ნანგრევების ღია თეატრად გადაკეთებას. პარლამენტის სახლის მშენებლობამ მნიშვნელოვანი დაპირისპირება გამოიწვია, ძირითადად შენობის თანამედროვე დიზაინისა და მშენებლობის ღირებულების გამო, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 90 მილიონ ევროს. 1921-1976 წლებში პარლამენტი მდებარეობდა დიდოსტატის სასახლეში, რომელიც ასევე ვალეტაში მდებარეობს.
პარლამენტის სახლი მდებარეობს რესპუბლიკის ქუჩაზე, ვალეტას შესასვლელში. შენობა მდებარეობს სენტ ჯეიმზ კავალიესთან და სამეფო ოპერის ნანგრევების მახლობლად, ასევე City Gate Shopping Arcade- სა და Palazzo Ferreria- ს მოპირდაპირედ. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ტერიტორია დაბომბეს, ხოლო სადგური[1] და მიმდებარე შენობები დაანგრიეს 1960-იან წლებში, ვალეტაში შესასვლელის განახლების პროექტის ფარგლებში.[2] ტერიტორიას შემდეგ თავისუფლების მოედანი დაერქვა, რომელიც გარშემორტყმული იყო სავაჭრო არკადებით.[3] მოედანი თავდაპირველად საკმაოდ სადა იყო და მას ხშირად იყენებდნენ ავტოსადგომად.[4] მიუხედავად იმისა, რომ მოედნის უმეტესი ნაწილი აშენებულია, მისი ნაწილი ჯერ კიდევ ოფიციალურად თავისუფლების მოედანია და ახლა მართკუთხა ფორმა აქვს. მოედანი ახლა ფარავს ტერიტორიას პალაცო ფერერიას კუთხიდან პარლამენტამდე.[5]
პარლამენტის სახლის შენობა იყო ქალაქის კარიბჭის პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა ვალეტას შესასვლელის განახლებას. პროექტი მოიცავდა ქალაქის კარიბჭის და თავისუფლების მოედნის არკადის დანგრევას, ასევე პარლამენტის სახლის მშენებლობას. გარდა ამისა, სამეფო ოპერის თეატრის ნანგრევები გადაკეთდა ღია თეატრად, რომელიც ცნობილია როგორც Pjazza Teatru Rjal-ს სახელით. ქალაქის კარიბჭის პროექტი შექმნა იტალიელმა არქიტექტორმა რენცო პიანომ, ხოლო მშენებლობის დაწყების ბრძანება გამოიცა 2009 წლის 27 ივნისს.[6] გრანდ ჰარბორის რეგენერაციის კორპორაციამ პიანოს 6,6 მილიონი ევრო გადაუხადა პროექტზე მუშაობისთვის.[7]
თავისუფლების მოედნის არკადების დანგრევა 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო.[3] დანგრევის დასრულებიდან მალევე დაიწყო პარლამენტის სახლის საძირკვლის გათხრების სამუშაოები.[8] 2011 წლის დასაწყისში თავდაპირველი გეგმა შეიცვალა კიბის გადაადგილებით, ერთ-ერთი ბლოკის გაფართოებით და ფასადზე გისოსების დიზაინის ცვლილებით.[9] მშენებლობა დაიწყო იმავე წელს,[10] და კონსტრუქციის ფოლადის ჩარჩო დასრულდა 2012 წლის დასაწყისისთვის. სამშენებლო ობიექტზე ყოველდღე 120-დან 150-მდე მუშა მუშაობდა,[11] და მისი მშენებლობა 90 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა.[10] პროექტის დასრულების თარიღად თავდაპირველად დათქმული იყო 2012 წლის ნოემბერი ან 2013 წლის დასაწყისი. დასრულების სავარაუდო თარიღი გადავიდა 2013 წლის სექტემბრამდე,[11] და მოგვიანებით გადაწიეს 2014 წლის სექტემბრამდე, მაგრამ კონტრაქტორებმა ვერ დაასრულეს დათქმულ ვადაში რის გამოც შენობის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 2015 წელს.[12]
პარლამენტის სახლი ოფიციალურად გახსნა პრეზიდენტმა მარი ლუიზა კოლეირო პრეკამ 2015 წლის 4 მაისს. პარლამენტის წევრები და სხვა სტუმრები შეიკრიბნენ დიდ პალატასთან დიდოსტატის სასახლეში და პოლიციის ძალების თანხლებით გაემართნენ ახალი შენობისკენ. კოლეირო პრეკამ პარლამენტის სახლის ინაუგურაციას "მალტას საპარლამენტო ისტორიაში გადამწყვეტი ეტაპი" უწოდა. პირველი სხდომა იმავე დღეს გაიმართა.[12] შენობის უმეტესი ნაწილი დაკეტილია უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ მუდმივად ღიაა პირველ სართული საზოგადოებისთვის.[13] 2015 წლის 1 აგვისტოს, პიანო პირველად იმყოფებოდა პარლამენტის სახლში ინაუგურაციის შემდეგ.[14]