უილიამ ჯონ მაკგი

უილიამ ჯონ მაკგი
დაბ. თარიღი 17 აპრილი, 1853(1853-04-17)[1] [2]
დაბ. ადგილი დიუბიუკის ოლქი
გარდ. თარიღი 4 სექტემბერი, 1912(1912-09-04)[1] (59 წლის)
გარდ. ადგილი ვაშინგტონი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ანთროპოლოგი, გეოლოგი და გამომგონებელი
მუშაობის ადგილი აშშ-ის გეოლოგიური სამსახური და აიოვის უნივერსიტეტი
მეუღლე ანიტა ნიუკომბ მაკგი

უილიამ ჯონ მაკგი (ინგლ. William John McGee; დ. 17 აპრილი, 1853 — გ. 4 სექტემბერი, 1912) — ამერიკელი გეოლოგი, ანთროპოლოგი, ეთნოლოგი.

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოებისა (1904-1905) და აშშ-ის ანთროპოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი (1902-1912). თვითნასწავლი იყო. ადრეულ წლებში ყურადღებას უთმობდა სამართლის კითხვასა და გეოდეზიურ კვლევას. გამოიგონა და დააპატენტა რიგი სამიწათმოქმედო ხელსაწყო. შემდეგ წლებში გეოლოგიით დაკავდა. 1877-1881 წლებში ჩრდილო-აღმოსავლეთ აიოვაში განახორციელა ტოპოგრაფიული და გეოლოგიური აგეგმვა. 1881 წელს გახდა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის გეოლოგი.

1886 წელს აშშ-ის ქალაქ ჩარლსტონთან შეისწავლა მიწისძვრის საკითხები. 1893-1903 წლებში ხელმძღვანელობდა აშშ-ის ეთნოლოგიის ბიუროს. 1895 წელს შეისწავლა კალიფორნიის ყურეში მდებარე კუნძული ტიბურონი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. American Council of Learned Societies, Press O. U. American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2000. — ISSN 1470-6229