GP2X Caanoo, ძირითადად ცნობილია როგორც Caanoo. სტილიზებული CAANOO — ლინუქსზე დაფუძნებული ღია წყაროს მქონე პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და პორტაბელური მედიაპლეერი, GP2X Wiz-ის მემკვიდრე, შექმნილი სამხრეთ კორეული კომპანია GamePark Holdings-ის მიერ. გამოვიდა 2010 წლის 16 აგვისტოს სამხრეთ კორეაში. კონსოლი აგრეთვე იყიდებოდა ევროპაშიც. წარდგენილი იქნა 2010 წლის Electronic Entertainment Expo-ს გამოფენაზე.[1] მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 150 აშშ დოლარს.[2] კონსოლი არასდროს გამოსულა ჩრდილოეთ ამერიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ Caanoo არ იყო Nintendo DS-ის ან PlayStation Portable-ის პირდაპირი კონკურენტი, იგი წარმოადგენდა ღია კოდის მქონე ალტერნატიულ მოწყობილობას.
Caanoo GamePark Holdings-ის უკანასკნელი ღია წყაროს მქონე სათამაშო მოწყობილობაა. კომპანიამ შეწყვიტა სათამაშო აპარატული მოწყობილობების შექმნა და გადაერთო პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე.[3]
|
---|
| სახეობები | |
---|
| თაობები | |
---|
| მეშვიდე თაობა |
სახლის | |
---|
| პორტატიული | |
---|
| მიკრო | |
---|
| გამოყოფილი | |
---|
|
---|
| |
|