პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 აპრილი, 1986[1] (38 წლის) |
დაბ. ადგილი | კასპიისკი[1] |
ქვეყანა | რუსეთი[2] [3] [4] და აზერბაიჯანი |
ალბერტ შევკეტის ძე სელიმოვი (რუს. Альберт Шевкетович Селимов; დ. 5 აპრილი, 1986) — აზერბაიჯანელი-რუსი ლეზგიური წარმოშობის მოკრივე. ის ყველაზე ცნობილია იმით, რომ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ვასილი ლომაჩენკო მოყვარულთა შორის. რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში მან მოიგო 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, 2008 წლის მსოფლიო თასი და გახდა ევროპის ორგზის ჩემპიონი, 2006 და 2010 წლებში. 2012 წლის ოლიმპიადაზე კვალიფიკაციის ჩავარდნის შემდეგ შემდეგ გადავიდა აზერბაიჯანში და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 2016 წელს მეხუთე ადგილი დაიკავა რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე.[5]
2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან ნახევარფინალში სტივენ სმიტი დაამარცხა, ხოლო ფინალში შაჰინ იმრანოვი, ანგარიშით 28:10.
2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სელიმოვმა დაამარცხა ამერიკელი რეინელ უილიამსი. ამის შემდეგ ნახევრაფინალში დაამარცხა იაკუპ კილიი. ფინალში დაამარცხა უკრაინელი ვასილი ლომაჩენკო.
2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ბეკინის წონით კატეგორიაში პირველ რაუნდში ვასილი ლომაჩენკომ შური იძია და ანგარიშით 16:11 დაამარცხა სელიმოვი, რითაც შეაჩერა სელიმოვის სვლა ოლიმპიური ოქროსკენ. სელიმოვმა სამოყვარულო კარიერა 253 ბრძოლით, 236 მოგებითა და 17 წაგებით დაასრულა.
2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველ შეხვედრაში ანგარიშით 7:14 დამარცხდა უკრაინელი ვასილი ლომაჩენკოსთან, რომელმაც თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.[6] 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პირველ შეხვედრაში ანგარიშით 3:0 დაამარცხა ირლანდიელი დეივიდ ჯოიზი, შემდეგ შეხვედრაში დამარცხდა ფრანგ სოფიან უმიჰასთან, ანგარიშით 0:3. [7]
2007 წელს პირველ შეხვედრაში დაამარცხა რუმინელი იულიან სტანი. ამის შემდეგ დაამარცხა გერმანელი მარსელ ჰერფუტი. მესამე შეხვედრაში ანგარიშით 24:9 დაამარცხა უზბეკი ბაჰოდირჯონ სულთონოვი, ამის შემდეგ აგრეთვე დამაჯერებლად დაამარცხა ამერიკელი რაინელ უილიამსი, ანგარიშით 25:8. ნახევარფინალში დაამარცხა თურქი იაკუპ ქილიჩი. ფინალში ანგარიშით 16:11 სენსაციურად დაამარცხა ვასილი ლომაჩენკო.
2009 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ანგარიშით 25:1 დაამარცხა ავღანელი მოჰამად აზიზი. ამას მოჰყვა ეკვადორელი ერიკ ბონესის, ანგარიშით 18:0 და ტაილანდელი საილომ არდეს, ანგარიშით 14:8 დამაჯერებელი გამარჯვება. შემდეგ შეხვედრაში დაამარცხა ბრაზილიელი ევერტონ ლოპესი, ანგარიშით 17:2. ამის შემდეგ დამარცხდა პუერტო-რიკოს წარმომადგენელ ჟოზე პედრასასთან, ანგარიშით 5:9.
2011 წელს დისკვალიფიცირებული იქნა პირველ შეხვედრაში, ვენესუელელ ჰეკტორ მანასილასთან შეხვედრაში.
2015 წელს ზედიზედ დაამარცხა ირლანდიელი სინ მაკკომბი (2:1), ფრანგი სოფიან უმიჰა (3:0) და ბრაზილიელი რობსონ კონსეიშანი (3:0). ამას მოჰყვა მისი მარცხი კუბელ ლაზარო ალვარესთან.
2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ დაამარცხა უნგრელი სანდორ რაში, სომეხი ედგარ მანუკიანი და ინგლისელი სტეფენ სმიტი. ფინალში დაამარცხა აზერბაიჯანელი შაჰინ იმრანოვი, ანგარიშით 28:10.
2015 წლის ევროპულ თამაშებზე დაამარცხა საქართველოს წარმომადგენელი ოთარ ერანოსიანი, ანგარიშით 3:0. შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე იყო ბულგარელი ელიან დიმიტროვი, რომელიც ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ნახევარფინალში დაუპირისპირდა ირლანდიელ სინ მაკკომბის, რომელიც ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ფინალში ანგარიშით 3:0 დაამარცხა ფრანგი სოფიან უმიჰა.