ბერტა სვირელსი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 მაისი, 1903[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ნორთჰემფტონი |
გარდ. თარიღი | 18 დეკემბერი, 1999[1] [2] [3] (96 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | მათემატიკოსი[5] და ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | ლონდონის საიმპერიო კოლეჯი[5] [2] , მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი[2] , ბრისტოლის უნივერსიტეტი[2] , მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი[2] და გირტონის კოლეჯი[2] |
ალმა-მატერი | გირტონის კოლეჯი[6] , კემბრიჯის უნივერსიტეტი[6] , Northampton School for Girls[7] [8] და გეტინგენის უნივერსიტეტი[2] |
მეუღლე | ჰეროლდ ჯეფრიზი[5] |
გავლენა მოახდინეს |
ბერტა სვირლესი, ლედი ჯეფრისი (ინგლ. Bertha Swirles, Lady Jeffreys ( დ. 22 მაისი, 1903, ნორთჰემპტონი, დიდი ბრიტანეთი – გ. 18 დეკემბერი , 1999, კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი) — ბრიტანელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და განმანათლებელი. მისი კვლევები უკავშირდებოდა კვანტურ თეორიას. 1969 წლიდან — ბრიტანეთის მათემატიკის ასოციაციის პრეზიდენტი.
ბერტა სვირლესი დაიბადა ტყავით მოვაჭრის და სკოლის მასწავლებლის ოჯახში. გოგონას მამა 1905 წელს გარდაიცვალა, დედამ კი ფინანსური ინტერესების გამო კერძო სკოლა გახსნა, სადაც ბერტაც სწავლობდა. 1915 წელს იგი შევიდა ნორთჰემპტონის გოგონათა სკოლაში და, სკოლის დამთავრების შემდეგ, მოიპოვა სტიპენდია მათემატიკის შესასწავლად კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებულ გირტონის კოლეჯში. 1926 წელს სვირლესმა წარჩინებით დაამთავრა მათემატიკა და ჩაირიცხა ფიზიკის ფაკულტეტზე. 1925 წლიდან 1928 წლამდე სწავლობდა კვანტურ თეორიას კემბრიჯის უნივერსიტეტში რალფ ფაულერთან. შემდეგ, ატარებდა კვლევებს გაზის შთანთქმის სპექტრების თეორიაზე დუგლას ჰარტრისთან ერთად. 1927-1928 წლების ზამთარში მუშაობდა გერმანიაში, გიოტინგენის უნივერსიტეტში, მაქს ბორნის ჯგუფში. 1928 წელს სვირლესი გახდა მანჩესტერის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, სადაც მუშაობდა ედვარდ მილნთნ გაზის შთანთქმის სპექტრების შესწავლაზე, რაც გადამწყვეტი იყო ვარსკვლავების შინაგანი სტრუქტურის შესასწავლად.
1929 წელს ბერტა სვირლესმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კვანტურ მექანიკაზე. 1931 წლიდან 1933 წლამდე ასწავლიდა ბრისტოლის უნივერსიტეტსა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში. (ინგლ. Royal College of Science ). 1933 წელს სვირელსი დაბრუნდა მანჩესტერის უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის პროფესორის რანგში და ჰარტრისთან ერთად ატარებდა კვლევებს. 1940 წელს ბერტა სვირლესი ცოლად გაჰყვა მათემატიკოს ჰაროლდ ჯეფრის და 1953 წელს, რაინდის წოდების მიღების შემდეგ გახდა ლედი ჯეფრისი. მეუღლესთან ერთად სეისმოლოგიასაც სწავლობდა. მხარს უჭერდა ქალების ჩართულობას მათემატიკისა და ფიზიკის შესწავლაში. 1969 წელს ბერტა სვირლესი აირჩიეს ბრიტანეთის მათემატიკის ასოციაციის პრეზიდენტად. 1995 წელს მან მიიღო საპატიო დოქტორის წოდება კანადის სასკაჩევანის უნივერსიტეტიდან, ხოლო 1996 წელს — ლონდონის ღია უნივერსიტეტიდან.
სვირლესი არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი მათემატიკისა და ფიზიკის დარგში. მეუღლესთან ერთად მან დაწერა სახელმძღვანელო „მათემატიკური ფიზიკის მეთოდები“ (ინგლ. Methods of Mathematical Physics ), რომლის პირველი გამოცემა გამოვიდა 1946 წელს. ეს ნაშრომი არაერთხელ დაიბეჭდა, ბოლოს გამოიცა 2001 წელს. 1989 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სვირლესი დაკავდა მეუღლესთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად დარჩენილი ქაღალდების და დოკუმენტების შედგენით და კატალოგირებით.
იგი გარდაიცვალა კემბრიჯში ინსულტის შედეგად. 2016 წელს, მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ, კემბრიჯის უნივერსიტეტის საბჭომ თავისი ტერიტორიის ნაწილს მეცნიერის სახელი მიანიჭა (ინგლ. Swirles Court ).[9]