გურამ გედეხაური (დ. 23 იანვარი, 1962, სართიჭალა, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). მსოფლიოს თასის მფლობელი (1987). სსრკ ჩემპიონი (1989) და სამგზის მეორე პრიზიორი (1987, 1988, 1990). ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში ორგზის გამარჯვებული (1986, 1988). სეულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1988, VII ადგილი). საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (1993–1994). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1987).
წელი
|
ტურნირი
|
მასპინძელი
|
წონითი კატეგორია
|
ადგილი
|
1987
|
მსოფლიო ჩემპიონატი
|
კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი
|
-100კგ
|
01
|
- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 371, თბ., 2002.