ეფქან ალა Efkan Ala | |
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 ნოემბერი 2015 – 31 აგვისტო 2016 | |
პრეზიდენტი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
პრემიერ-მინისტრი | აჰმეთ დავუთოღლუ ბინალი ილდირიმი |
წინამორბედი | სელამი ალთინოკი |
მემკვიდრე | სულეიმან სოილუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 დეკემბერი 2013 – 6 მარტი 2015 | |
პრეზიდენტი | აბდულა გიული რეჯეფ თაიფ ერდოღანი |
პრემიერ-მინისტრი | რეჯეფ თაიფ ერდოღანი აჰმეთ დავუთოღლუ |
წინამორბედი | მუამერ გიულერი |
მემკვიდრე | სებაჰატინ იოზთურქი |
დაბადებული | 21 თებერვალი, 1965 ოლთისი, ერზურუმი თურქეთი |
საარჩევნი ოლქი | 2015 - ბურსა |
პოლიტიკური პარტია | სგპ |
განათლება | სტამბოლის უნივერსიტეტი |
პროფესია | პოლიტიკოსი, ბიუროკრატი |
ეფქან ალა (თურქ. Efkan Ala; დ. 21 თებერვალი 1965, ოლთისი, ერზურუმი, თურქეთი) — თურქი პოლიტიკოსი, ბიუროკრატი და თურქეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. იგი ამ თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა, ხოლო 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში რომ მიეღო მონაწილეობა, დატოვა. 2015 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ თავიდან გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. 2003-2004 წლებში ბათმანის პროვინციის, ხოლო 2004-2007 წლებში დიარბაქირის პროვინციის გუბერნატორი იყო.
ალა დაიბადა 1965 წლის 21 თებერვალს ერზურუმის პროვინციის ქალაქ ოლთისში, გიონულ და თემელ ალას ოჯახში. 1987 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო ადმინისტრირების ნაწილი.[1]
ეფქან ალა დაოჯახებულია გიულსერენ ალასთან და ჰყავთ ორი შვილი.კარგად იცის ინგლისური ენა.[2]
ეფქან ალის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მისი ძმა, ათიფ ალა, დაინიშნა განათლების სამინიტროს ინსპექტირების საბჭოს თავმჯდომარედ.[3]