ვარვარა დიმიტრის ასული ბუბნოვა (რუს. Варва́ра Дми́триевна Бу́бнова) (დ. 17 მაისი, 1886, სანქტ-პეტერბურგი, — გ. 20 მარტი, 1983, იქვე; დაკრძალულია სოხუმში) — რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1966).
დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია (1914). 1911–1913 წლებში იმოგზაურა დასავლეთ ევროპაში. 1922 წლიდან ცხოვრობდა იაპონიაში, 1923-1925 წლებში მეცადინეობდა ტოკიოს სამხატვრო-გამოყენებითი ხელოვნების სასწავლებელში. 1958–1979 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სოხუმში, შემდეგ, გარდაცვალებამდე — ლენინგრადში (ახლანდ. პეტერბურგში). მისი ნამუშევრები ინახება მოსკოვის, პეტერბურგის, არხანგელსკის, სოხუმის მუზეუმებსა და გალერეებში, ასევე კერძო კოლექციებში. სოხუმის გალერეის კოლექციის უდიდესი ნაწილი დაიწვა 2024 წლის ხანძრის დროს.