ველკო პეტროვჩი

ველკო პეტროვჩი
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1884(1884-02-04)[1]
დაბადების ადგილი სომბორი
გარდაცვალების თარიღი 27 ივლისი, 1967(1967-07-27)[2] [3] (83 წლის) ან 27 თებერვალი, 1967(1967-02-27)[4] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბელგრადი
დასაფლავებულია ბელგრადის ახალი სასაფლაო
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ხელოვნების კრიტიკოსი[5] და ლიტერატურული კრიტიკოსი[5]
ენა სერბული ენა
მოქალაქეობა სერბეთი
ალმა-მატერი ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი
ჯილდოები Dis prize[6]

ველკო პრტროვიჩი (სერბ. Вељко Петровић, 4 თებერვალი, 1884, სომბორი, ვოევოდინა, ავსტრია-უნგრეთი — გ. 27 ივლისი, 1967, ბელგრადი, იუგოსლავია) — სერბი მწერალი, მოთხრობების ავტორი, პოეტი, ხელოვნებათმცოდნე, ლიტერატურათმცოდნე, თეორეტიკოსი, ხელოვნების ისტორიკოსი, ომის კორესპონდენტი. სერბეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრი.

დაიბადა მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა უნგრეთ-სერბეთის ეროვნულ მოძრაობაში, რედაქტირებას უკეთებდა არაერთ სერბულ ნაციონალურ-რევოლუციურ პუბლიკაციას. 1906-1907 წლებში ბუდაპეშტში დაფუძნებული ხორვატულ-სერბული სოციალურ-პოლიტიკური ჟურნალის Kroacija (ხორვატია) თანარედაქტორად მუშაობდა. პარალელურად ის თანამშრომლობდა ზაგრებსა და სარაევოში რამდენიმე პერიოდულ გამოცემასთან. ავსტრიის ხელისუფლებამ, მისი ნაციონალისტური შეხედულებებიდან გამომდინარე, აიძულა ის გადასულიყო ბელგრადში, სადაც მუშაობდა ომის კორესპონდენტად ბალკანეთის ომის, შემდეგ კი — პირველი მსოფლიო ომის დროს. წერდა ლექსებს. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა დაიწყო განათლების სამინისტროში.აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში.

ველკო პეტროვიჩი 1944-1962 წლებში იყო ბელგრადის ეროვნული მუზეუმის დირექტორი. ასევე სერბეთის ლიტერატურული ასოციაციის წევრი და სერბულ ლიტერატურულ-სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების თავმჯდომარე.

მისი დებიუტი, როგორც პოეტის 1903 წელს შედგა. 1905 წელს მან დაიწყო ლექსების, მოთხრობების და ლიტერატურული სტატიების გამოქვეყნება. პირველად ლიტერატურათმცოდნეების ყურადღება ნაციონალისტური და ანტიავსტრიული ტენდენციებით გამსჭვალული პატრიოტული პოეზიით მიიპყრო, „როდოლიუბსკაიას სიმღერით“ („როდოლუბივე პესმე“, 1912 წ.) და „ზღურბლზე“ („პრაღაზე“, 1914 წ.). მისი ლექსების ომამდელმა კრებულებმა მკვეთრი გარღვევა მოახდინეს მოდერნიზმის იმდროინდელ დომინანტურ პოეზიასთან. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, პეტროვიჩი თითქმის ექსკლუზიურად გამოჩნდა, როგორც მოკლე რეალისტური მოთხრობების ავტორი ვოევოდინისა და სერბეთის წვრილი ბურჟუაზიის ცხოვრების შესახებ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, პეტროვიჩი თითქმის ექსკლუზიურად ჩნდება, როგორც ვოევოდინისა და სერბეთის წვრილი ბურჟუაზიის ცხოვრების შესახებ მოკლე რეალისტური მოთხრობების ავტორი. მისი მოთხრობების პირველ კრებულებში ("ბუნია და სხვები რავანგრადიდან", 1921, "ვარლევო პროლეჩე", 1921, "პომერენე სავესტი", 1922 და სხვ.) შესამჩნევად აისახა ივანე ტურგენევისა და სენტიმენტალურ-იდილიური სერბული ლიტერატურული რეალიზმის გავლენა. შემდგომში, მზარდი ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, პეტროვიჩის შემოქმედებაში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებდა „მტკივანი სულის“, თანამედროვე კაპიტალისტური ქალაქის პრობლემები. 1924 წლიდან („ცდუნება“, 1924, „პრიპოვეტკე“, 1925 და სხვ.) მან შექმნა ახალი სტილი სერბული ლიტერატურისთვის, რომელიც ყველაზე ახლოსაა ფიოდორ დოსტოევსკის ადრეულ შემოქმედებასთან.

მწერლის ძირითადი ყურადღება ფოკუსირებულია ფსიქოლოგიურ ანალიზზე, ავადმყოფი და გატეხილი ახალგაზრდების ცხოვრების პრობლემებზე, ინტელიგენციით იმედგაცრუებაზე და ა.შ. სტილის ოსტატობა, ზოგჯერ იმპრესიონისტულ პროზასთან ახლოს, პეტროვიჩის მოთხრობებს სერბულ ლიტერატურაში გამორჩეულ ფენომენად აქცევს.

ველკო პეტროვიჩი ძირითადად წერდა ვოევოდინაზე, მის ატმოსფეროსა და ხალხზე. ის არის მრავალი ლიტერატურული და ხელოვნებათმცოდნეობის შესახებ სტატიისა და კვლევის ავტორი ლიტერატურისა და ზოგადად სახვითი ხელოვნების სფეროში, იუგოსლავიის ისტორიის კულტურაზე.

ის დააჯილდოვეს იუგოსლავიის მწერალთა კავშირის პრემიით.

  • Литературный энциклопедический словарь, М.: Советская энциклопедия, 1987.
  • Краткая литературная энциклопедия, ტ. 5, М.: Советская энциклопедия, 1968.