ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა — წარმოადგენს ჟურნალისტიკის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც მოიცავს ვიდეო თამაშების განხილვასა და ანალიზს, როგორც წესი, იგი ემსახურება ახალი თამაშების გამოვლენას, წინასწარ განხილვასა და მიმოხილვას. ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ახალი ონლაინ სათამაშო ვებსაიტებისა და ბლოგების სწრაფი ზრდა.
პირველი სათამშო ჟურნალი, რომელიც დღესაც აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში არის Play Meter magazine. პირველი სმომხმარებლო ჟურნალი ორიენტირებული ვიდეო თამაშებზე იყო 1981 წელს დაარსებული ბრიტანული ჟურნალი სახელწოდებით Computer and Video Gaming. ორი კვირის შემდეგ დაარსდა პირველი ამერიკული ჟურნალი Electronic Games Magazine.
პირველი რეგულარული ვებ-ჟურნალი იყო Game Zero Magazine (რომელიც გაეშვა 1994 წელს)[1]ან Intelligent Gamer Online. დღესდღეობით ონლაინ სათამაშო ჟურნალებსა და ვებსაიტებს გააჩნიათ უპირატესობა ბეჭდვით ჟურნალებთან შედარებით, მაგალითად, ახალი ინფორმაცია სიახლესთან დაკავშირებით შესაძლებელია ონლაინში განთავსდეს სწრაფად.
|