ვლადიმერ როზინგი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 23 იანვარი, 1890[1] |
დაბ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[2] |
გარდ. თარიღი | 24 ნოემბერი, 1963[1] (73 წლის) |
გარდ. ადგილი | ლოს-ანჯელესი |
ვლადიმერ როზინგი ვიკისაწყობში |
ვლადიმერ სერგოს ძე როზინგი (რუს. Владимир Серге́евич Розинг; დ. 23 იანვარი, 1890, სანქტ-პეტერბურგი — გ. 24 ნოემბერი, 1963) — დაბადებით რუსი ოპერის ტენორი და სცენის რეჟისორი, რომელმაც პროფესიონალური კარიერის უმეტესი ნაწილი ინგლისსა და აშშ-ში გაატარა.
ვლადიმერ როზინგი დაიბადა 1890 წლის 23 იანვარს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში, არისტოკრატების ოჯახში. მისი მამა იყო პოლტავის ბრძოლაში ტყვედ ჩავარდნილი შვედი ოფიცრის შთამომავალი. მისი დედა იყო ბალტიის ბარონის შვილიშვილი.[3]
როდესაც როზინგი სამი წლის იყო, მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. დედასთან და ოორ უფროს დასთან ერთად ვლადიმერი შვეიცარიაში ცხოვრობდა. ოთხი წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში, მოსკოვში, ნათლიასთან, გენერალ არკადი სტოლიპინთან ახლოს გადავიდნენ. სტოლიპინი იყო კრემლის კომენდანტი და რუსეთის პრემიერ-მინისტრის პიოტრ სტოლიპინის მამა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ პოტნესის სასახლეში კრემლში, როგორც გენერალ სტოლიპინის სტუმრები.[4]
1898 წლის ზაფხული როზინგმა ნათლიის სამკვიდროში (სამხრეთ მოსკოვი, ტულასთან ახლოს) გაატარა.
როდესაც ნიკოლოზ II მოსკოვს ესტუმრა, ვლადიმერი და მისი ოჯახი მატია ბატისინთან ერთად მოსკოვის დიდ თეატრში დადგმულ პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა Eugene Onegin-ს დასეწრნენ.
შემდეგ წელს როზინგის მშობლები შერიგდნენ სა საცხოვრებლად უკან, სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდნენ. როზინგმა სწავლა გიმნაზიაში დაასრულა. ოჯახმა ზაფხული კუთვნილ სამკვიდროში, პოდოლიაში (უკრაინა) გაატარა.[5] 1901 წელს როზინგს მამამ გრამოფონი უყიდა და ამგრავად, როსინგმა დიდებული კომპოზიტორების მოსმენა და მიბაძვა დაიწყო. მან ისწავლა სიმღერების და არიების რეპერტუარი, ბარიტონის მღერა , ასევე ტენორის ნაწილები.[6] მისი ნადვილი სურვილი იყო ბასად ყოფნა და არიჯო ბოეტოს Mefistofele-ს მღერა.[7]
1905 წელს როზინგი გახდა შემსწრე ზამთრის სასახლის წინ მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა. ამის შემდგომ მან მონარქისტად ყოფნა შეწყვიტა და კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიას თვითონვე დაუკავშირდა. მამის, წარმატებული იურისტის თხოვნით რიზნგმა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში უხალისოდ შეისწავლა სამართალი (კანონი); აქ იგი ძალიან აქტიური იყო ცეცხლოვან სტუდენტურ პოლიტიკაში, რომელიც 1905 წლის პირველ რევოლუციას მოჰყვა. მან ცხარე დებატები გამართა მომავალ ბოლშევიკურ კომისართან, ნიკოლაი კრილენკოსთან. მან საბჭოთა სანქტ-პეტერბუერგის სტუდენტი დეპუტატის სახელით მოისმინა ლეონ ტროცკისა და სხვების გამოსვლები. როსინგი მალე შეიქმნა ბოლშევიკების მტრად.[8]
პოლიტიკის გარდა, იგი ყურადღებას უთმობდა მოსუკასა და თეატრს. როდესაც მისმა მშობლებმა საბოლოოდ მიიღეს შვილის მუსიკისადმი ინტერესი, როზინმა ხმის შესწავლა მარია სლავიასთან, ალექსანდრა კარცევასთან და ჟოაკიმ ტარტაკოვთან დაიწყო.[9]
1908 წელს როსინგს შეუყვარდა ინგლისელი მუსიკოსი მარიე ფალე, რომელსაც იგი შვეიცარიაში შვებულების დროს შეხვდა.[10] წყვილი 1909 წლისთებერვალში, ლონდონში დაქორწინდნენ. იგი ხმის შესწავლას რუსეთში დაბრუნებამდე ლონდონში, სერ ჯორჯ ფაუერთან სწავლობდა.[11]