ვლადიმირ მსრიანი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
12 მარტი, 1938 ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთი ოსეთი, საბჭოთა კავშირი |
გარდაცვალების თარიღი |
24 აგვისტო, 2010 ერევანი, სომხეთი |
გარდაცვალების მიზეზი | ლეიკემია |
ეროვნება | სომეხი |
საქმიანობა | მსახიობი |
ვლადიმირ მსრიანი (სომხ. Վլադիմիր Իվանի Մսրյան; რუს. Владимир Иванович Мсрян; დ. 12 მარტი, 1938 — გ. 24 აგვისტო, 2010) — სომეხი მსახიობი[1][2].
მსრიანი დაიბადა 1938 წლის 12 მარტს, ვლადიკავკაზში (ჩრდ. ოსეთი). 1958–1962 წლებში, იგი ერევნის სახვითი ხელოვნებისა და თეატრის ინსტიტუტში დრამის ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო როლებს ერევნის დრამის თეატრში 1966 წლიდან ასრულებდა. გარდა სომხური ფილმებისა, მან ასევე ითამაშა არასომხურ ფილმებშიც, მაგალითად: Sand-Storm (ქვიშიანი შტორმი), White Cloth (თეთრი ტანსაცმელი), Empire of Pirates (მეკობრეების იმპერია) და Unburied Corpses (დაუკრძალავი გვამები). მან ყველაზე დიდი ყურადღება ნიკოლო პაგანინის პორტრეტის საშუალებით მიიპყრო[3][4]. მსრიანმა ასევე ითამაშა Smerch-ში, რომელიც ნაჩვენები იყო კანის ფილმების ფესტივალზე[5].
ვლადიმირ მსრიანი გარდაიცვალა 2010 წლის 24 აგვისტოს, 72 წლის ასაკში, ლეიკემიის დიაგნოზით[6]. დაკრძალულია ერევნის პანთეონში.