ზაირა ნარა Zaira Nara | |
---|---|
დაბ. თარიღი | 15 აგვისტო, 1988 |
დაბ. ადგილი | ბუენოს-აირესი, არგენტინა |
სიმაღლე | 172 სმ |
თმის ფერი | ყავისფერი |
თვალები | მწვანე |
ეროვნება | არგენტინელი |
ზაირა ნარა (დ. 15 აგვისტო, 1988, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი მოდელი, ტელე-წამყვანი და მსახიობი. მისი და ვანდა ნარა, ასევე არის მოდელი და მსახიობი.
იგი იყო „Herbal Essences“-ის, „McDonald's“-ის, „La Serenísima“-ს, „Gillette“-ის, „Pantene“-ისა და „Falabella“-ს მოდელი.
2011 წლის 9 მარტს, ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ დიეგო ფორლანმა Twitter-ზე დაწერა, რომ ის და ზაირა გეგმავდნენ დაქორწინებას, მაგრამ მოულოდნელად ივნისში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 2011-2014 წლებში ზაირას რომანი ჰქონდა ჩოგბურთელ ხუან მონაკოსთან. 2015 წლიდან იგი არის იაკობ ვან პლესენთან ერთად, 2015 წლის ოქტომბერში იგი დაორსულდა, ხოლო 2016 წლის 6 აპრილს შეეძინა შვილი მალაიკა ვან პლესენი. იაკობთან ჰყავს 2 შვილი. მისი და არის მოდელი ვანდა ნარა.