იოჰანეს ვალთერი | |
---|---|
გერმ. Johannes Walther | |
დაბ. თარიღი | 20 ივლისი, 1860[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ორლის ნოიშტადტი[1] |
გარდ. თარიღი | 4 მაისი, 1937[1] [2] [3] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | ბად-ჰოფგაშტაინი |
მოქალაქეობა | გერმანიის იმპერია |
საქმიანობა | გეოლოგი, პალეონტოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და Stazione Zoologica Anton Dohrn |
ალმა-მატერი | იენის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[1] |
იოჰანეს ვალთერი (გერმ. Johannes Walther; დ. 20 ივლისი, 1860, ნოიშტადტი — გ. 4 მაისი, 1937, ბად-ჰოფგაშტაინი) — გერმანელი გეოლოგი და პალეონტოლოგი.
1882 წელს დაამთავრა იენის უნივერსიტეტი. ჯერ ლაიფციგში, ხოლო შემდეგ მიუნხენში სწავლობდა გეოლოგიასა და პალეონტოლოგიას. იენისა (1890-1896) და ჰალეს (1896-1929) უნივერსიტეტების პროფესორი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1930).
ძირითადი შრომები აქვს ლითოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ფაციესთა მოძღვრების, პალეოგეოგრაფიის, ნიადაგთმცოდნეობისა და ბიოლოგიის დარგში. იკვლევდა გაუდინარი არეების გეოლოგიას, თანამედროვე და განამარხებული უდაბნოების წარმოქმნის მიზეზებს. ვალთერმა დაადგინა, რომ შრეები წარმოიქმნება ფაციესთა გადანაცვლების დროს, რასაც მუდამ თან სდევს ნალექთა ლითოლოგიური შედგენილობის შეცვლა. მოგზაურობდა მრავალ ქვეყანაში, მ.შ. იმყოფებოდა ცეილონში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, შოტლანდიაში, რუსეთში, თურქმენეთში.
დიდ ყურადღებას უთმობდა გეოლოგიური კვლევის მეთოდების დამუშავებას, განსაკუთრებით აქტუალიზმის მეთოდს. ვალთერის შრომები ზღვის ბიოლოგიაში საფუძვლად დაედო ოკეანოლოგიისა და ეკოლოგიის განვითარებას.