ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 4 ნოემბერი, 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიდიმიტრი შაშკინი
მემკვიდრემინდია ჯანელიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
მარტი, 2006 – 4 დეკემბერი, 2008
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი
ლადო გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
წინამორბედირევაზ ადამია
მემკვიდრეალექსანდრე ლომაია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 სექტემბერი, 2004 – 24 აპრილი, 2006
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
ზურაბ ნოღაიდელი
წინამორბედილონდერ ცაავა
მემკვიდრემალხაზ აკიშბაია

დაბადებული21 დეკემბერი, 1973 (1973-12-21) (51 წლის)
ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქიზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიათავისუფალი დემოკრატები
მამამამია ალასანია
მეუღლენათია ფანჯიკიძე
შვილები2
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია
წოდება
პოლკოვნიკი
პროფესიაპოლიტიკოსი, იურისტი, დიპლომატი
რელიგიამართლმადიდებელი
ჯილდოებივახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ირაკლი ალასანია (დ. 21 დეკემბერი, 1973, ბათუმი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი, პოლიტიკური ლიდერი. პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარე. პოლკოვნიკი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004-2006 წლებში. 2006 წლის 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე.

ირაკლი ალასანიამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წელს. იმავედროულად, 1994-1996 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. იყო უშიშროებისა (2002-2004) და თავდაცვის (2004) მინისტრის მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე (2004).

2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე მტრულად შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობა, თუმცა ალასანიამ მოახერხა ზოგიერთ აფხაზ პოლიტიკოსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება. ამან ხელი შეუწყო 2006 წლის მარტში ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლებას.

2006 წელსვე ალასანია დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გაეროში. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოფიციალური პირების განმარტებით, ალასანიას გაეროში ელჩად მივლინება მიზნად ისახავდა საერთაშორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით; თუმცა, ოპონენტები შიშობდენ, რომ ახალი დანიშვნა აფერხებდა ალასანიას უშუალო მონაწილეობით მიღწეულ დადებით შედეგებს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე.[1]

2008 წლის 12 მაისს, აფხაზეთში გართულებული სიტუაციის დროს, ალასანია მოულოდნელად ეწვია სოხუმს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაგაფშთან და დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართა შეხვედრები, რომელთა წვრილმანები არ გახმაურებულა.[2] 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში და ბრალი დასდო რუსეთს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვისა“ და „ქართველი ხალხის მოსპობის“ მცდელობაში.[3]

ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა 2008 წლის 4 დეკემბერს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების საკითხებში, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც.[4][5]

2009 წლის თებერვალში ალასანიამ თავისი პოლიტიკური გუნდი წარადგინა, მოგვიანებით, იმავე წლის 16 ივლისს კი დააარსა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები.[6][7] თებერვალში ის გაწევრიანდა პოლიტიკურ ალიანსში „ალიანსი საქართველოსთვის“, რომლის წევრები, ასევე, იყვნენ საქართველოს რესპუბლიკური პარტია და ახალი მემარჯვენეები, ხოლო მოგვიანებით ალიანსს შეუერთდნენ საქართველოს გზა და ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი.[8][9] 2009 წლის გაზაფხულზე ალასანია პარტიასთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ალიანსმა თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა[10]. მისი ლოზუნგი იყო „ჩვენ შევცვლით“, წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების განვითარებას ეხებოდა. ალასანია არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა ხმათა 19%-ით. არჩევნების შემდგომ მან გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა.[11]

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჩაკ ჰეიგელთან შეხვედრისას, 2014 წლის 7 სექტემბერს

2010 წლის ზაფხულში ალიანსი საქართველოსთვის დაიშალა.[12] 2011 წელს გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი. 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. ალასანია დაინიშნა თავდაცვის მინისტრად.[13]

2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე დააკავა სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისათვის.[14] იმავე დღეს სამინისტრომ თავის განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები.[15] მოგვიანებით, გერმანიიდან დაბრუნებულმა ალასანიამ, განაცხადა რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და პროკურატურის ნაბიჯები იყო „შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“.[16] 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია პოსტიდან გადააყენა.[17]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ალასანიას გაეროში ელჩობა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, 13 ივნ.'06
  2. ირაკლი ალასანიამ სოხუმში შეხვედრები გამართა დაარქივებული 2011-05-25 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, 13 მაისი '08
  3. რუსეთს საქართველოში რეჟიმის შეცვლა სურს - ვარაუდობს აშშ[მკვდარი ბმული]. სივილ ჯორჯია, 11 აგვ.'08
  4. ალასანია პოლიტიკური გეგმებით გადადგა. სივილ ჯორჯია. 6 დეკ.'08.
  5. ირაკლი ალასანია პოლიტიკაში აქტიურად ერთვება დაარქივებული 2008-12-25 საიტზე Wayback Machine. . „რუსთავი 2“, 24 დეკ.'08
  6. ალასანიას გუნდი. სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 თებ.'09 / 19:05.
  7. ალასანიამ ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივლ.'09 / 18:50.
  8. ალასანია, ახლები და რესპუბლიკელები ალიანსში ერთიანდებიან. სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 თებ.'09 / 17:44.
  9. სუბარი ბრძოლას ალასანიას გუნდში განაგრძობს, ტუღუში - სახალხო დამცველის თანამდებჯდაზე. რადიო თავისუფლება. 23 სექტემბერი, 2012.
  10. civil.ge ალასანია თბილისის მერის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას. „სივილ ჯორჯია“. 22 სექ.'09
  11. სივილ ჯორჯია, / 31 მაი.'10 /. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-06-07.
  12. სივილ ჯორჯია, / 16 ივნ.'10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-06-07.
  13. პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და­ამ­ტკი­ცა[მკვდარი ბმული]
  14. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალი დონეს მოხელები დააკავა. „ნეთგაზეთი“. 28.10.2014
  15. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2014-10-28
  16. ალასანია: პროკურატურის ნაბიჯები ‘არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე’. „სივილ ჯორჯია“. 4 ნოე.'14
  17. პრემიერმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. „რადიო თავისუფლება“. 04.11.2014
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დიმიტრი შაშკინი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
2012 - 2014
შემდეგი:
მინდია ჯანელიძე