კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისათვის

კარნეგის ფონდის ოფისი

კარნეგის ფონდი საერთაშორისო მშვიდობისათვის, კარნეგის ფონდი — საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ანალიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც აქვს თავისი ფილიალები ვაშინგტონში, მოსკოვში, ბეირუთში, პეკინში, ბრიუსელში და ნიუ-დელიში.[1] ორგანიზაცია თავის თავს აღწერს, როგორც ერთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური საერთაშორისო ჩართულობის განვითარების მსურველს. ენდრიუ კარნეგმა ეს ორგანიზაცია 1910 წელს დააარსა და მისი საქმიანობა ოფიციალურად არ არის დაკავშირებული ამერიკის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან.

პენსილვანიის უნივერსიტეტის 2015 წლის „Go To Think Tank“-ის მოხსენებაში, კარნეგი მსოფლიოში მესამე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ინსტიტუტია,[2] ბრუკინგსის ინსტიტუტის და Chatham House-ის შემდეგ.[3] 2018 წელს კარნეგის ფონდი დასახელდა საუკეთესო დამოუკიდებელ ანალიტიკურ ცენტრად. ორგანიზაციის მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობს მასაჩუსეტსის გამზირზე, საელჩოების ტერიტორიაზე, რომელიც 1989 დასრულდა არქიტექტურული ფირმის, „სმიტი, ჰინჩმენი და გრილსის“ პროექტის მიხედვით.[4]

კარნეგის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე არის შეერთებული შტატების ვაჭრობის ყოფილი მდივანი პენი პრიცკერი,[5] ორგანიზაციის პრეზიდენტი არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე უილიამ ბერნსი.[6][7]

ორგანიზაციის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენდრიუ კარგენი, ისევე როგორც მისი დროის სხვა წამყვანი ინტერნაციონალისტები, თვლიდა, რომ ომი შეიძლება აღმოიფხვრას ძლიერი საერთაშორისო კანონებით და ორგანიზაციებით. „მე ეს საქმე უფრო მიზიდავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი საქმიანობა“ — წერდა იგი 1907 წელს. ყველაზე დიდი ვალდებულება ამ სფეროში კარნეგისთვის იყო კარნეგის ფონდის შექნმა.[8]

1910 წლის 25 ნოემბერს, თავის 75-ე დაბადების დღეზე, ენდრიუ კარნეგიმ გამოაცხადა ფონდის დაფუძნება. პირველი იპოთეკური ობლიგაციების ფასი იყო 10 მილიონი ამერიკული დოლარი, რომლის მიხედვით საპროცენტო განაკვეთი 5 %-ს შეადგენდა. შემოსავალი, რომელიც ამ ობლიგაციის შედეგად მიიღებდნენ, გამოიყენებოდა ახალი ანალიტიკური ცენტრის დაფინანსებისთვის, რომელიც მსოფლიო მშვიდობის პოლიტიკას აწარმოებდა.[9]

1910 წლის 14 დეკემბერს კარნეგიმ სამეურვეო საბჭოს წევრებს დაავალა, რომ გამოეყენებინათ ფონდი საერთაშორისო ომების დაჩქარებული ლიკვიდაციისთვის, რადგან მას მიაჩნდა „ომი ყველაზე ბინძურ ლაქად ჩვენი ცივილიზაციის“. კარნეგიმ თავის რწმუნებულებს ფართო უფლებამოსილება მისცა იმ ზომებისა და პოლიტიკის განსახორციელებლად, რომელიც ფონდის საქმიანობისთვის იქნებოდა საჭირო.

კარნეგიმ ფონდის პირველ პრეზიდენტად აირჩია დიდი ხნის მრჩეველი ელიუ რუთი, ნიუ-იორკის სენატორი და ამერიკის შეერთებული შტატების ომის და სახელმწიფო ექს-მდივანი. რუთი იყო 1912 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და ფონდის პრეზიდენტი 1925 წლამდე. სამეურვეო საბჭოში შედიოდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი უილიამ ელიოტი, ფილანტროპი რობერტ ბრუკინგსი, ამერიკის ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში ჯოზეფ ჰოდჯეს ჩოუტი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოსტერი და კარნეგის ფონდის სწავლების განვითარების პრეზიდენტი ჰენრი სმიტ პრიტჩეტი.[8]

1917 წელს, როდესაც ამერიკა ჩაერთო პირველ მსოფლიო ომში, კარნეგის ფონდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ყველაზე ეფექტური საშუალება მყარი საერთაშორისო მშვიდობის მოსაპოვებლად არის გერმანიის იმპერიალისტური ხელისუფლების დევნა, რომ დემოკრატიამ საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს“.[10] 1918 წლის დეკემბერში კარნეგის ფონდის მდივანი ჯეიმზ ბრაუტ სკოტი და ფონდის კიდევ ოთხი წევრი, პრეზიდენტ ვუდრო უილსონთან ერთად გაემგზავრნენ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, საფრანგეთში.

ენდრიუ კარგენიმ ჩამოაყალიბა კარგენის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა, როგორც წესი, ფინანსდებოდა არა კონკრეტულად კარნეგის ფონდის მიერ, არამედ მისი სხვა ფონდებიდან. ეს ფონდები ძირითადად მუშაობდნენ ინგლისურენოვან სამყაროში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფონდმა ააშენა ბიბლიოთეკები ბელგიაში, საფრანგეთში[11] და სერბეთის იმ ქალაქებში, რომელიც სერიოზულად დაზიანდა ომის დროს. ამის გარდა, კარნეგის ფონდმა 1918 წელს დაიწყო მხარდაჭერა სპეციალური ბიბლიოთეკების. პროგრამის სახელი იყო „International Mind Alcove“, რომლის მიზანი იყო ადამიანების გლობალური პერსპექტივების შეცვლა და „საერთაშორისო გონების“ ფორმირება ამერიკაში და სხვა ქვეყნებში.[12] პროგრამის ძირითადი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ინტერნაციონალიზმი ჩაანაცვლებდა ნაციონალიზმს და ადამიანები უფრო მიდრეკილნი იქნებიან მშვიდობაზე, როდესაც უკეთესად გაიგებენ სხვადასხვა კულტურებს. ეს პროგრამა შეიქმნა 1918 წელს და 1924 წლისთვის საგრძნობლად გაიზარდა.[12]

1923 წლის 14 ივლისს ჰააგის მშვიდობის სასახლეში ოფიციალურად გაისხნა ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემია, კარნეგის ფონდის ინიციატივით. მშვიდობის სასახლე აშენდა 1913 წელს კარნეგის ნიდერლანდური ფონდის დახმარებით,რომ ყოფილიყო მუდმივი საარბიტრაჟო სასამართლო და საერთაშორისო სამართლის ბიბლიოთეკა. 1925 წელს ნიკოლას მიურეი ბატლერმა ჩაანაცვლა ელიუ რუთი ფონდის პრეზიდენტის თანამდებობაზე.[13] გაწეული სამუშაოსთვის, მათ შორის კელოგ-ბრიანის პაქტში მონაწილეობისთვის, 1931 წელს ბატლერს ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა.[14]

1945 წლის დეკემბერში ბატლერმა დატოვა პრეზიდენტის და თავმჯდომარის პოსტი და წარმოადგენდა ბოლო პირს, რომელიც კარნეგი 1910 წელს სამეურვეო საბჭოში თავის რწმუნებულად აირჩია.[15] ჯონ ფოსტერ დალესი აირჩიეს ფონდის ხელმძღვანელად და ის თანამდებობაზე იყო, სანამ 1952 წელს დუაიტ ეიზენჰაუერს აირჩევდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად და დალესი გახდებოდა სახელმწიფო მდივანი.[15]

1946 წელს ალგერ ჰისმა შეცვალა ბატლერი ფონდის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ 1949 წელს დატოვა თანამდებობა მას შემდეგ, რაც უაითტაკერ ჩემბერსმა იგი კომუნისტად და ჯაშუშად შერაცხა.

1947 წელს კარნეგის ფონდის შტაბ-ბინა გადაიტანეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისთან ახლოს, ნიუ-იორკში და ვაშინგტონის ოფისი გახდა შვილობილი ფილიალი. 1949 წელს ვაშინგტონის ფილიალი დახურეს.[15]

1950 წელს კარნეგის ფონდის სამეურვეო საბჭომ ხელმძღვანელად დანიშნა ჯოზეფ ჯონსონი, ისტორიკოსი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი. 1950-იანი წლების დასაწყისში ამერიკის კონგრესმა დაიწყო კარნეგის ფონდის გამოძიება, რომლის მიზეზი იყო მათი საეჭვო საქმიანობა იმ პერიოდის ანტიკომუნისტური განწყობების ფონზე. მთავარი ობიექტი იყო პროექტი „Alcove“ და წიგნები, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში ვრცელდებოდა. წიგნები შეისწავლა პოლიტიკის მეცნიერების პროფესორმა, რომელმაც გამოიტანა დასკვნა, რომ ეს წიგნები არ ეწევა ეროვნული იდეების პროპაგანდას. იმ დროს ეს უკვე არაფრის მომცემი იყო, ვინაიდან პროგრამა შეაჩერეს, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ მათი საქმიანობა და ინტერნაციონალიზმის იდეა ხელს უწყობს ამერიკული ნაციონალიზმის დეგრადაციას. 1958 წელს კარგენის ფონდმა დაასრულა პროგრამის დაფინანსება.[15]

1963 წელს კარნეგის ფონდმა აღადგინა თავისი საერთაშორისო სამართლის პროგრამა, რომ შეესწავლა იმ დროს არსებული საერთაშორისო საკითხები და პრობლემები: საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობის და გავლენის ზრდა; ტექნოლოგიური რევოლუცია, რომელიც ხელს უწყობდა ახალი სამხედრო იარაღის წარმოებას; კომუნიზმის გავრცელება; ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღმოცენება და ახალი ეკონომიკური საქმიანობის გამოწვევები, მათ შორის გლობალური კორპორაციები და ასოციაციები. ამ პროგრამის შედეგად შეიქმნა ნიუ-იორკში გაეროს კვლევითი ჯგუფი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევითი ჯგუფის ევროპული ცენტრი ჟენევაში. 1970 წელს თომას ჰიუზი გახდა კარნეგის ფონდის მეექვსე პრეზიდენტი. ჰიუზმა ფონდის სათავო ოფისი ნიუ-იორკიდან, ისევ ვაშინგტონში გადაიტანა და დახურა ფონდის ევროპული ცენტრი ჟენევაში.[10]

1978 წლის გაზაფხულზე ფონდმა დაიწყო საკუთარი ჟურნალის გამოშვება „Foreign Policy“. ფონდი ამ ჟურნალს 30 წლის განმავლობაში უშვებდა, სადაც აქვეყნებდა ინფორმაციას გლობალიზაციის და საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ. 2008 წელს ჟურნალი იყიდა „The Washington Post“-მა.

1981 წელს ფონდის თანამშრომელი ფრედ ბერგსტენი გახდა საერთაშიროსი ეკონომიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტი.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბირთვული კონფლიქტის საფრთხის გამო, თომას ჰიუზმა ჩამოაყალიბა 18 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სამხრეთ აზიის რეგიონის შესწავლა და კონფლიქტის დარეგულირებისთვის საჭირო პროცედურების წარმოება, რომ ბირთვული საშიშროება თავს აერიდებინათ.[10]

1989 წელს ფონდის ორმა ყოფილმა თანამშრომელმა, ბარი ბლეხმანმა და მაიკლ კრეპონმა დაარსეს ჰენრი სტიმსონის ცენტრი.

1991 წელს მორტონ აბრამოვიცი გახდა ფონდის რიგით მეშვიდე პრეზიდენტი. იგი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენელი. აბრამოვიცმა ფონდის ყურადღება გადაიტანა პოსტსაბჭოთა რუსეთზე.[10] შედეგად, ფონდმა 1994 წელს გახსნა კარგენის ცენტრი მოსკოვში.[16]

1997 წლის მაისში ჯესიკა მეთიუზი კარნეგის ფონდის მერვე პრეზიდენტი გახდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კარგენის ფონდის მთავარი მიზანი იყო გამხდარიყო პირველი გლობალური ანალიტიკური ცენტრი.[17]

2000 წელს ჯესიკა მეთიუზმა გამოაცხადა მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის შექმნა. მისი ხელმძღვანელი იყო დემეტრიოს პაპადემეტრიოუ და ეს ინსტიტუტი იყო პირველი დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო მიგრაციას.[10]

გლობალური ხედვის 2007 წლის პლატფორმის მიხედვით, კარნეგის ფონდის მიზანი იყო გამხდარიყო პირველი გლობალური ანალიტიკური ცენტრი.[18] ჯესიკა მეთიუზმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო კარნეგი გახდეს ადგილი, რომელიც ფიქრობს გლობალურ პოლიტიკაზე და გავლენას ახდენს ამერიკის პოლიტიკაზე და ამ გლობალურ პოლიტიკაზე საუბარი საერთაშორისო აუდიტორიასთან.[15] მეთიუზის პრეზიდენტობის დროს ფონდმა 2006 წელს დააარსა კარნეგის შუა აღმოსავლეთის ცენტრი ბეირუთში, 2007 წელს ცენტრი ბრიუსელში და 2010 წელს კარნეგი-ცინგუას ცენტრი პეკინში. გარდა ამისა, ყაზახეთის ალ-ფარაბის ეროვნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ფონდმა 2011 წლის ბოლოს ჩამოაყალიბა ალ-ფარაბის კარნეგის პროგრამა ცენტრალურ აზიაში.

2015 წლის თებერვალს, 18 წლიანი პერიოდის შემდეგ, ჯესიკა მეთიუზმა დატოვა ფონდის პრეზიდენტის პოსტი.[19] კარნეგის მეცხრე და ამ ეტაპისთვის ბოლო პრეზიდენტი გახდა უილიამ ბერნსი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე.[20] 2016 წლის აპრილში ნიუ-დელიში გაიხსნა კარნეგის მეექვსე საერთაშორისო ცენტრი.[21]

კარნეგის გლობალური ცენტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარნეგის ფონდის სათავო ოფისი ვაშინგტონში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარნეგის ფონდის ვაშინგტონის ოფისი მოიცავს ათ პროგრამას: ბირთვული პოლიტიკის პროგრამა, კიბერპოლიტიკის პროგრამა, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამა, სამხრეთ აზიის პროგრამა, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პროგრამა, აზიის პროგრამა, ენერგეტიკა და კლიმატის პროგრამა, ტექნოლოგიის და საერთაშორისო საქმეების პროგრამა, ახლო აღმოსავლეთის პროგრამა და ევროპის პროგრამა.[22]

უილიამ ბერნსი არის კარნეგის ფონდის ამჟამინდელი პრეზიდენტი.

კარნეგის მოსკოვის ცენტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს ფონდმა დააარსა თავისი ცენტრი მოსკოვში. ფონდის მიზანს წარმოადგენდა ანალიტიკური ცენტრის შექმნა, სადაც აქტენტი გაკეთდებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. ცენტრის საქმიანობა ხელს უწყობს დამოუკიდებელ სოციალურ მეცნიერებათა კვლევის კონცეფციებს და მისი შედეგების გავრცელებას რუსეთსა და ევრაზიაში;[23] ისინი უზრუნველყოფენ თავისუფალ და ღია ფორუმებს ეროვნული, რეგიონალური და გლობალური საკითხების განხილვისთვის; რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და განმტკიცებას, მათი ინტერესების, მიზნების და პოლიტიკის მიხედვით.[16]

2006 წლიდან 2008 წლის დეკემბრამდე, ცენტრს ხელმძღვანელობდა ყოფილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეიარაღების კონტროლის, გადამოწმების და შესაბამისობის საკითხებში, როუზ გოტემოელერი. 2008 წლიდან მოყოლებული ცენტრის დირექტორია დიმიტრი ტრენინი, რომელიც პირველი რუსი დირექტორია.

კარნეგის ფონდი ევროპაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს დაარსებული კარნეგი-ევროპა არის კარნეგის ფონდის ევროპული ცენტრი. ბრიუსელში გახსნილი ცენტრით ფონდი აერთიანებს თავისი კვლევითი პლატფორმის ახალ მიმართულებებს სხვადასხვა კონტინენტებზე და უნიკალურ გლობალურ ხედვას უზრუნველყოფს ევროპული პოლიტიკური საზოგადოებისთვის. პუბლიკაციების, სტატიების, სემინარების და კერძო კონსულტაციების მეშვეობით ცენტრი ცდილობს ახალი ხედვები წარმოადგინოს, რომელიც ეხება საერთაშორისო საკითხებს და მსოფლიოში ევროპის როლი განსაზღვრას.[24]

ცენტრის დირექტორია როზა ბალფორი.[25]

კარნეგის შუა აღმოსავლეთის ცენტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცენტრი დაარსდა 2006 წლის ნოემბერში, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. ცენტრის მიზანია, რომ უკეთესი ინფორმირებულობა იყოს არაბულ ახლო აღმოსავლეთში. ეს მოიცავს პოლიტიკურ ცვლილებებს, ეკონომიკური საკითხების სიღრმისეულ სწავლებას და უსაფრთხოების საკითხებს. 2016 წლიდან დღემდე ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია მაჰა იაჰია.[26]

2016 წლის აპრილში ნიუ-დელიში გაიხსნა კარნეგის ფონდის ინდური ცენტრი. ცენტრის ყურადღების მთავარი ასპექტებია პოლიტ-ეკონომიკური რეფორმები ინდოეთში, შიდა პოლიტიკა, უსაფრთხოების პოლიტიკა, ტექნოლოგიის და ინოვაციების როლი ქვეყნის შიდა ტრანსფორმაციაში და ინდოეთის საერთაშორისო ურთიერთობები.[21]

ამ ეტაპზე ცენტს ხელმძღვანელობს რუდრა ჩოდჰური.

კარნეგი-ცინგუას ცენტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლობალური პოლიტიკის ეს ცენტრი 2010 წელს დაარსდა პეკინში, ცინგუას უნივერსიტეტში. ცენტრი ყურადღებას ამახვილებს ჩინეთის საგარეო ურთიერთობებზე; საერთაშორისო ეკონომიკაზე და ვაჭრობაზე; კლიმატის ცვლილებაზე და ენერგიაზე, იარაღის კონტროლზე და გავრცელების პრევენციაზე და სხვა გლობალურ თუ რეგიონალურ საკითხებზე, როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა, ირანი, ავღანეთი და პაკისტანი.[27]

ცენტრის დირექტორია პოლ ჰენლი.

კარნეგის ფონდი და საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის თებერვალში კარნეგის ფონდში, საქართველოში სამართლის სფეროში მიმდინარე რეფორმებს დისკუსია მიეძღვნა, სადაც თეა წულუკიანი მოხსენებით წარსდგა. შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მოწვეულ ექსპერტებს შორის, ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელმა თომას დე ვაალმა გახსნა. თეა წულუკიანმა გამოსვლაში იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რაზეც თავის გუნდთან ერთად იუსტიციის სამინისტროში მუშაობს. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას უამბო რეფორმებზე სასამართლო სისტემის, შრომის კანონმდებლობის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კუთხით.[28]

2014 წლის სექტემბერში ვაშინგტონში მდებარე კარნეგის მშვიდობის ფონდმა პროფესორ დავით ლორთქიფანიძეს უმასპინძლა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ასოციაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, კარნეგის მშვიდობის ფონდი და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტი. ვაშინგტონში გამართული შეხვედრის თემა იყო „საქართველოს ევროპული მისწრაფებები - მომავლის შენება რეზონანსული წარსულით“. დავით ლორთქიფანიძემ დამსწრეებს საქართველოს საინტერესო არქეოლოგიური მონაპოვრები გააცნო, მათ შორის დმანისში აღმოჩენილი 1,8 მილიონი წლით დათარიღებული თავის ქალა.[29]

2015 წლის შემოდგომაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში პირისპირ შეხვედრა კარნეგის ფონდის პრეზიდენტთან უილიამ ბერნსთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მრგვალი მაგიდის ფორმატში, დისკუსია გაიმართა. ქვეყნის პრეზიდენტმა ყურადღება საერთაშიროსი უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანა. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ტერორიზმის წინაამღდეგ ბრძოლაში და ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე.[30]

2018 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დასასრულს, კარნეგის ფონდის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.[31]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. About the Global Think Tank. Carnegie Endowment for International Peace (n.d.). ციტირების თარიღი: 2016-04-04
  2. https://repository.upenn.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1018&context=think_tanks
  3. McGann, James G.. (2 September 2016) 2015 Global Go To Think Tank Index Report. ციტირების თარიღი: 20 November 2018
  4. McGann, James (2019-01-01). „2018 Global Go To Think Tank Index Report“. TTCSP Global Go to Think Tank Index Reports.
  5. Board of Trustees. Carnegie Endowment for International Peace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-14. ციტირების თარიღი: 2018-10-11
  6. About. Carnegie Endowment for International Peace. ციტირების თარიღი: 2018-10-11
  7. Biden Names Career Diplomat William J. Burns As Nominee For CIA Director.
  8. 8.0 8.1 Endowment History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-05. ციტირების თარიღი: 2017-02-05
  9. Osmańczyk, Edmund Jan (2003). Encyclopedia of the United Nations and international agreements. New York: Routledge. OCLC 50164558. 
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 A Timeline of the Carnegie Endowment for International Peace. Carnegie Endowment for International Peace. ციტირების თარიღი: 2012-03-06
  11. Bibliotheque Carnegie. ციტირების თარიღი: August 2, 2012
  12. 12.0 12.1 Witt, Steven W. (November 2014). „International Mind Alcoves: The Carnegie Endowment for International Peace, Libraries, and the Struggle for Global Public Opinion“. Library & Information History. 30 (4): 273–290. doi:10.1179/1758348914Z.00000000068 – წარმოდგენილია JSTOR-ის მიერ.
  13. Carnegie Endowment of International Peace Records.
  14. Nobel Peace Prize 1931. Nobel Prize. ციტირების თარიღი: 2012-03-06
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 100 Years of Impact. Carnegie Endowment for International Peace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2012-03-06
  16. 16.0 16.1 About the Carnegie Moscow Center. Carnegie Moscow Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-03-06
  17. About the Carnegie Endowment. Carnegie Endowment for International Peace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-30. ციტირების თარიღი: 2012-03-06
  18. A New Vision for the Carnegie Endowment. Carnegie Endowment for International Peace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-03. ციტირების თარიღი: 2012-03-06
  19. Celebrating the Presidency of Jessica T. Mathews. Carnegie Endowment for International Peace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 2017-02-05
  20. William J. Burns Begins as President of Carnegie Endowment. Carnegie Endowment for International Peace (2015-02-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 2017-02-05
  21. 21.0 21.1 About Carnegie India. ციტირების თარიღი: 2017-02-05
  22. Programs. Carnegie Endowment for International Peace. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-09-15. ციტირების თარიღი: 2012-03-06
  23. >The Global Think Tank. ციტირების თარიღი: 20 November 2018
  24. About Carnegie Europe. Carnegie Europe. ციტირების თარიღი: 2012-03-06
  25. Balfour, Rosa. (2020-04-01) New Carnegie Europe Director Spotlight: Rosa Balfour.
  26. Maha Yahya Bio. Carnegie Middle East Center. ციტირების თარიღი: 2016-04-04
  27. About the Carnegie-Tsinghua Center. Carnegie-Tsinghua Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2012-03-06
  28. იუსტიციის მინისტრის მონაწილეობით კარნეგის ფონდში დისკუსია გაიმართა[მკვდარი ბმული]
  29. დავით ლორთქიფანიძე კარნეგის ფონდში
  30. საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს კარნეგის ფონდს ეწვია[მკვდარი ბმული]
  31. ირაკლი კობახიძემ კარნეგის მშვიდობის ფონდის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა