კობა კურტანიძე (დ. 13 ოქტომბერი, 1963, სოფ. ქვემო რიეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი — გ. 6 დეკემბერი, 2005) — ქართველი ძიუდოისტი. სსრკ ხალხთა IX და X სპარტაკიადების ჩემპიონი (1986, 1991), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1985, 1986, 1987, 1988, 1989, 1990, 1991). მსოფლიოს ჩემპიონი (1989, 95 კგ; ბელგრადი, იუგოსლავია), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 95 კგ; პარიზი, საფრანგეთი; 1989, 95 კგ; ჰელსინკი, ფინეთი), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1990). ღირსების ორდენის კავალერი.[1]
დისციპლინა | წელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია |
ადგილი |
---|---|---|---|---|---|
ძიუდო | 1987 | ევროპის ჩემპიონატი | პარიზი, საფრანგეთი | -95 კგ | |
ძიუდო | 1989 | ევროპის ჩემპიონატი | ჰელსინკი, ფინეთი | -95 კგ | |
ძიუდო | 1989 | მსოფლიო ჩემპიონატი | ბელგრადი, იუგოსლავია | -95 კგ | |
ძიუდო | 1990 | ევროპის ჩემპიონატი | მაინის ფრანკფურტი, გფრ | -95 კგ |