ლალა შევკეთი | |
აზერბაიჯანის სახელმწიფო მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
ივლისი 1993 – იანვარი 1994 | |
წინამორბედი | ალი ქარიმლი |
მემკვიდრე | პოსტი გაუქმდა |
დაბადებული | 7 ნოემბერი 1951 ბაქო აზერბაიჯანი |
შვილები | სიდგი |
ლალა შევკეთი (აზერ. Lalə Şövkət, დ. 7 ნოემბერი, 1951, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე, აზერბაიჯანის ლიბერალური პარტიისა და მოძრაობა „ეროვნული ერთიანობის“ ლიდერი.
ლალა შევკეთი დაიბადა 1951 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ბაქოში. მამა — შევკეთ ბეკ ჰაჯიევი პროფესიით ფილოლოგი და ისტორიკოსი დაიბადა 1912 წელს კუბაში. 1940 წელს აქვე დააარსა აზერბაიჯანის სახალხო თავისუფლების პარტია, 1948 წლიდან პარტია გადავიდა იატაკქვეშა მოღვაწეობაზე. პარტიის მესვეურთა მიზანი იყო აზერბაიჯანის გათავისუფლება კომუნისტური რეჟიმისაგან. გარდაიცვალა 1983 წლის 2 მარტს. დედა - სიდიგა უსეინოვა დაიბადა ბაქოში 1920 წელს. 1950 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტი, მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. დაიღუპა 1988 წლის 8 მარტს.
ლალა შევკეთმა დაამთავრა ბაქოს 189-ე სკოლა.
ავტორია ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. ჰყავს ერთი შვილი.
მისი პოლიტიკური მოღვაწეობა გარდაქმნის პერიოდში დაიწყო. მაშინდელ საბჭოთა დემოკრატ ლიდერებთან (ედუარდ შევარდნაძე, ალექსანდრე იაკოვლევი, ანატოლი სობჩაკი, გავრილ პოპოვი, ალგირდას ბრაზაუსკასი) ერთად გახდა სსრკ-ში დემოკრატიული რეფორმების ინიციატორი. ამავე პერიოდში დააარსა საერთაშორისო-პოლიტიკური მოძრაობა "აზერბაიჯანში დემოკრატიული მოძრაობისა და პოლიტიკური უფლებებისათვის".