მადის კოივი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 დეკემბერი, 1929[1] |
დაბ. ადგილი | ტარტუ |
გარდ. თარიღი | 24 სექტემბერი, 2014 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | ტალინი[2] |
მოქალაქეობა |
ესტონეთი სსრკ |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, მწერალი და ფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ტარტუს უნივერსიტეტი |
ჯილდოები | honorary citizen of Tartu[3] |
მადის კოივი ( ესტ. Madis Kõiv ; დ. 5 დეკემბერი, 1929, ტარტუ — გ. 24 სექტემბერი, 2014, ტალინი ) — ესტონელი მწერალი, ფილოსოფოსი და ფიზიკოსი. ტარტუს საპატიო მოქალაქე.
მადის კოივმა სკოლა დაამთავრა ტარტუში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1948-1953 წლებში სწავლობდა ტარტუს უნივერსიტეტში მათემატიკისა და ფიზიკის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს დიპლომი ბირთვულ ფიზიკაში. 1953-1961 წლებში ასწავლიდა ტალინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1961-1973 წლებში — ფიზიკისა და ასტრონომიის ინსტიტუტში. მოგვიანებით, 1991 წლამდე მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. [4]
კოივი ყოველთვის დაინტერესებული იყო ლიტერატურით. 1950-იან წლებამდე წერა მისთვის ერთგვარი გატაცებას წარმოადგენდა. შემდეგ ესტონეთის ლიტერატურულ წრეებში აქტიურობა გამოავლინა. მისი პირველი გამოქვეყნებული ნამუშევრები ამ წრეების მეგობრებთან ერთად დაიწერა. რამდენიმე წელი ფსევდონიმით სარგებლობდა.
პირველი ნაშრომი, რომელიც გამოაქვეყნა მადის კოივმა, იყო ხანდო რუნელთან თანამშრომლობით 1978 წელს დაწერილი პიესა სახელწოდებით Küüni täitmine. 1999 წელს პირველად დაიდგა ამ პიესის მიხედვით წარმოდგენა.
შემდეგ კოივმა ვაინო ვაჰინგთან ერთად ორი ნამუშევარი შექმნა. პირველი პიესა იყო Faehlmann. Keskpäev. Õhtuselgus და მეორე — დიალოგური რომანი Endspiel: laskumine orgu .
მადის კოივი ესტონეთის სსრ იუჰან სმულის ლიტერატურული პრემიის ლაურეატია (1983).
1990-იანი წლების დასაწყისში მადის კოივი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. 1991 და 1993 წლებში მან მიიღო ტუგლასის პრემია თავისი ნოველებისთვის. 1991, 1995 და 1999 წლებში მოიპოვა ესტონეთის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია.
კულტურის დარგში არის ესტონეთის ეროვნული პრემიების ლაურეატი (1994, 1998, 1999, 2008).
კოივმა საკუთარი პიესებიდან მხოლოდ 22 გამოაქვეყნა. როგორც ავტორმა განაცხადა, ისინი შეადგენენ მის მიერ დაწერილი დრამატული ლიტერატურის ნახევარს.
მადის კოივი ასევე იყო რამდენიმე რომანის ავტორი, მათ შორისაა: Attika apooria, Elea tragöödia და Aken .
მადის კოივი იყო ესტონეთში ანალიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთი მომხრე. 1991 წელს გახდა ანალიტიკური ფილოსოფიის სემინარის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი. [4]